უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

12 ივნისი, 2017 14:30
font-size

საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის დელეგაცია მმართველი დირექტორის მოადგილის ხელმძღვანელობით ეწვია

12 ივნისს, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) დელეგაცია მმართველი დირექტორის მოადგილის ტაო ჟენგის ხელმძღვანელობით ეწვია. დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს საქართველოს ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, სავალუტო ფონდის დელეგაციის, ეროვნული ბანკის, ფინანსთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგნელებმა.

დელეგაციის წევრებმა საქართველოს ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრაზე ქვეყნის მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრეს, განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმები, ასევე იმსჯელეს ახალ პროგრამაზე, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.

"ჩვენ გავმართეთ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო დისკუსიები ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, პირველ ვიცე-პრემიერ ფინანსთა მინისტრთან, მათ მოადგილეებთან და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან. აღსანიშნავია ქვეყნის შთამბეჭდავი მიღწევები ეკონომიკური განვითარების კუთხით, ასევე ძალიან სწორი ეკონომიკური პოლიტიკა და უკვე განხორციელებული და მომავალში დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმები. როგორც იცით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად დაიწყო ახალი პროგრამის განხორციელება. განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ საქართველოს მთავრობა პასუხისმგებლობით ეკიდება პროგრამით გათვალისწინებულ რეფორმებს. ჩვენ მოხარული ვართ გავაგრძელოთ მუშაობა საქართველოს ხელისუფლებასთან, რომ ვუზრუნველყოთ მომავალში პროგრამების წარმატება. ვუსურვებ წარმატებას ქვეყანას, ვუსურვებ წარმატებას საქართველოს მოსახლეობას", - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილემ ტაო ჟენგმა.

"ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ვიზიტია, რადგანაც სსფ მმართველი დირექტორის მოადგილე ტაო ჟენგი შეძლებს გაეცნოს იმ ეკონომიკურ რეფორმებს, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს. ვისაუბრეთ მაკროეკონომიკურ საკითხებზე, მონეტარულ პოლიტიკაზე, საბანკო ზედამხედველობაზე, მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე და ზოგადად, იმ პროგრამის მიმდინარეობაზე, რომლის განხორციელებასაც ხელს უწყობს საერთაშორისო სავალუტო ფონდი. ვფიქრობ, რომ ბატონი ტაო მნიშვნელოვან გზავნილს წაიღებს ვაშინგტონში იმის შესახებ, თუ როგორ ვითარდება საქართველოს ეკონომიკა და როგორ მუშაობს ეკონომიკური გუნდი", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

"ჩვენ დღეს ძალიან დეტალურად განვიხილეთ ქვეყანაში მიმდინარეპროცესები. მინდა აღვნიშნო, რომ პროგრამა რომელიც ჩვენ საერთაშორისოსავალუტო ფონდისგან მივიღეთ თავიდან ბოლომდე ეფუძნება ჩვენი ქვეყნისგანვითარების 4პუნქტიან გეგმას, იმ რეფორმებს რომელიც ჩვენ წინასაარჩევნოპერიოდში განვაცხადეთ და იმ დაპირებებს, რომელიც ჩვენ წინასაარჩევნოპერიოდში გვქონდა და რომლის იმპლემენტაცია საქართველოსგანვითარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. კვლავ დავადასტურებ, საერთაშორისო სავალუტო ფონდი თავიდან ბოლომდე მხარს უჭერს ჩვენს 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმას და მის განვითარებას", - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

დღესვე, ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სადისკუსიო პანელი - „გლობალური ეკონომიკა და სავალუტო ფონდის როლი მსოფლიოში“ გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე ტაო ჟენგი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე. შეხვედრას უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ მასწავლებლები დაესწრებიან.

საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები ერთ თვეში 1.4 მლრდ ლარით გაიზარდა

26 სექტემბერი, 2018 , 11:00

საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს: 2018 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 1

ეროვნული ბანკი დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

26 სექტემბერი, 2018 , 11:00

საქართველოს ეროვნული ბანკი დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს: საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2018 წლის პირველი სექტემბრისათვის 21.5 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა ერთ თვეშუ 965.0 მლნ ლარით გაიზარდა

26 სექტემბერი, 2018 , 11:00

საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს: კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2018 წლის აგვისტოში წინა თ

ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველოს პოზიციების გაუმჯობესება მნიშვნელოვანი გზავნილია ინვესტორებისა და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის - ეკატერინე მიქაბაძე

25 სექტემბერი, 2018 , 17:30

„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში 162 ქვეყანას შორის საქართველო მე-7 ადგილზეა - ამის შესახებ „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ინიციატივით გამართულ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, რო

Global Finance-მა კობა გვენეტაძე 2018 წლის საუკეთესო ცენტრალურ ბანკირებს შორის დაასახელა

25 სექტემბერი, 2018 , 13:05

მსოფლიოს წამყვანმა ფინანსურმა გამოცემამ, Global Finance-მა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე 2018 წლის ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის დაასახელა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციი

საქართველო უნდა გახდეს ენერგობაზრისა და ენერგეტიკული ვაჭრობის რეგიონული ჰაბი - ნათია თურნავა

24 სექტემბერი, 2018 , 16:10

ენერგეტიკის დარგში არსებული კანონმდებლობის რევიზიისა და ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკანონმდებლო ჰარმონიზაციის საკითხებზე იმსჯელეს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`