უკან

პოლიტიკა

15 მარტი, 2019 11:20
font-size

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - დავით სოლომონია ბრაზილიის ვიცე პრეზიდენტს, გენერალ ჰამილტონ მოურაუს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დავით სოლომონიამ შეხვედრა გამართა ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ვიცე პრეზიდენტთან, გენერალ ჰამილტონ მოურაოსთან.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ბრაზილიას შორის არსებული როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი და სამომავლოდ თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

ვიცე პრეზიდენტს ეცნობა, რომ საქართველო ბრაზილიას განიხილავს რეგიონში მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად, რაც დამყარებულია საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე, საერთო დემოკრატიულ ღირებულებებსა და კანონის უზენაესობაზე. ბრაზილიურ მხარეს ასევე მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალისა და ქვეყანაში არსებული ეკონომიკური რეჟიმების შესახებ, რაც ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს ბრაზილიურ კომპანიებს განახორციელონ ბრაზილიური პროდუქციის ექსპორტი შავი ზღვისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში.

საერთაშორისო ასპარეზზე თანამშრომლობის თვალსაზრისით, განხილულ იქნა ვენესუელაში არსებული კრიზისული მდგომარეობა. ვიცე პრეზიდენტს ეცნობა, რომ საქართველო იყო პირველი სახელმწიფო ევროპაში, რომელმაც აღიარა ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად.

ბრაზილიის ვიცე პრეზიდენტმა კმაყოფილებით აღნიშნა საქართველოსა და ბრაზილიას შორის ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ახალი ადმინსტრაციის პირობებში არის უფრო მეტი საშუალება თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

აღინიშნა, რომ ბრაზილიაში მიმდინარე რეფორმების პარალელურად, იხსნება შესაძლებლობების ახალი სივრცე, რაც საშუალებას აძლევს ბრაზილიას გააფართოოს თანამშრომლობის არეალი პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან.

მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, გამოითქვა სურვილი და მოსაზრება, ბრაზილიასა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობისათვის, რაც ურთიერთ სარგებლიანი შედეგის მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნებისათვის.

საუბრის დასასრულს, თანამშრომლობის შემდგომი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ვიცე პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის აუცილებლობას და გამოთქვა სურვილი, პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში ეწვიოს საქართველოს.

საქართველოს ხვალ ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა

23 მარტი, 2019 , 13:09

საქართველოს 24-25 მარტს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტოლტენბერგი თბილისში ხვალ ჩამოვა. ოფიციალურ შეხვედრებს კი, 25 მარტს დაიწყებს. 25 მარტს, ორ

ყაზახეთში საქართველოს ელჩი მანგისტაუს ოლქს ეწვია

23 მარტი, 2019 , 12:50

ყაზახეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზურაბ აბაშიძე მანგისტაუს ოლქს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩი შეხვდა მანგისტაუს ოლქის აკიმს (გუბერნატორი) ერალი ტუგჟანოვს. შეხვედრის ფარგლებში განხილული ი

საქართველოს ელჩი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს ლინას ლინკევიჩიუს შეხვდა

23 მარტი, 2019 , 12:50

საქართველოს საგანეგბო და სრულუფლებიანმა ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრთან ლინას ლინკევიჩიუსთან. შეხვედრისას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მინი

ნატო ჩხეიძე: მობრძანდებიან, თავს იქებენ, თითონ რომ მიღწევებს უწოდებენ, უმეტესწილად ოპოზიციას დაგვლანძღავენ, დაგვთათხავენ, მერე წაბრძანდებიან და ოცნების გუნდის ტაშსაც გაიყოლიებენ

23 მარტი, 2019 , 03:18

ჩემი ისედაც მწირი დრო, მინდა დავიწყო პროტესტით, რომ იმ ფურცლებით და იმ რეგლამენტით, რომელიც წარმოდგენილი იყო დღეს პარლამენტში, მაქსიმალურად შეზღუდულია და არავის აინტერესებს დამოუკიდებელი დეპუტატის აზრი, დამოუკიდებელი აზრ

ჩვენ გთავაზობთ უნარ-ჩვევების კომპონენტის ინტეგრირებას საგნობრივ ტესტებში - მიხეილ ბატიაშვილი

22 მარტი, 2019 , 17:25

„ზოგადი უნარების ტესტის სანაცვლოდ, რომელიც ყველაზე „დემოკრატიულ“ შერჩევის ინსტრუმენტად მიიჩნეოდა, ჩვენ გთავაზობთ ამ კომპონენტის ინტეგრირებას საგნობრივ ტესტებში. სხვა შემთხვევაში, საგნობრივი ტესტი არ არი

ჩვენ გთავაზობთ არა გამოცდების მოხსნას, როგორც ამას დაარქვეს ოპონენტებმა, არამედ სასკოლო შეფასებების რეფორმირებას - მიხეილ ბატიაშვილი

22 მარტი, 2019 , 16:40

„ჩვენ გთავაზობთ არა გამოცდების მოხსნას, როგორც ამას დაარქვეს ოპონენტებმა, არამედ სასკოლო შეფასებების რეფორმირებას იმისათვის, რომ შეფასება გახდეს შედეგსა და განვითარებაზე ორიენტირებული“, - განაცხადა საქართველო