უახლესი ამბები
- 19.03.2024 16:46ჩვენი მკაფიო სახელმწიფოებრივი და კონსტიტუციური პოზიციაა, რომ არანაირი „ვეტინგი“ არ იქნება - რატი იონათამიშვილი
- 19.03.2024 16:17სრულიად აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ შიშითაა მოცული, ზოგადად, ქართველი ხალხის და „ლელოს“ მიმართ - დავით უსუფაშვილი
- 19.03.2024 16:03გამოდის თუ არა ბატონო ანრი ოხანაშვილი “ნაცი“, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ ის მეხუთე სართულზე ცხოვრობს - რომან გოცირიძე
- 19.03.2024 15:47საქართველოს ბანკის დირექტორის მოადგილე, ეთერ ირემაძე UN Women-ის ღონისძიებაში „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ მონაწილეობდა
- 19.03.2024 15:40რატომ იცლება ქვეყანა? რა იწვევს ემიგრაციას? გვინდა პასუხი და არა დუმილი და ცინიზმი ხელისუფლების მხრიდან - თინა ბოკუჩავა
- 19.03.2024 15:28`საპატრიარქოს თავისთვის არაფერი უნდა, ეს არის ყველაფერი განათლებისთვის, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის“ - პროტოპრესვიტერი გიორგი მეუფე ანტონი საპატრიარქოსთვის 35მლნ-ის გამოყოფაზე
- 19.03.2024 15:10„მაგით, რა, ახალ რამეს გავაკეთებთ? ფასები არის ძალიან გაძვირებული, კარგად იცით ეს“ - მეუფე ანტონი საპატრიარქოსთვის 35მლნ-ის გამოყოფაზე
- 19.03.2024 15:04საპატრიარქოსთვის 35 მილიონის გამოყოფა არჩევნებს არ უკავშირდება - ირაკლი კობახიძე
- 19.03.2024 14:58საპატრიარქოსთვის 35 მილიონის გამოყოფა არჩევნებს არ უკავშირდება - ირაკლი კობახიძე
- 19.03.2024 14:38სააკაშვილის მანიპულაციურ განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ - რატი ბრეგაძე
არქივი
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის კონგრესმენების დელეგაციას შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა, რომელიც საქართველოში მიმდინარე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობს.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა და აშშ-ს კონგრესში საქართველოს მიმართ არსებული მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა. ამერიკელმა კონგრესმენებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის და ქვეყნის დემოკრატიული განვითრების მიმართ.
დელეგაციის ხელმძღვანელის, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტის მაიკლ ტერნერის განცხადებით აშშ მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს მხარდამჭერას და საქართველოს პროგრესის აღიარებას.
„როგორც ამერიკული დელეგაციის ხელმძღვანელმა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილმა პრეზიდენტმა შემიძლია, ჩვენი დელეგაციის პერსპექტივიდან განვაცხადო, რომ უმნიშვნელოვანესია გავაგრძელოთ საქართველოსა და ამერიკას შორის არსებული კავშირების და საქართველოსა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფების მხარდაჭერა, რაც ბუქარესტის სამიტზე საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ გაკეთებული განცხადებების მხარდაჭერის და ამ კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის აღიარების გამოხატულებას წარმოადგენს. ასევე, მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ განცხადებების გაკეთება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ისევ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ რჩება, რაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას წარმოადგენს. ჩვენ მყარად ვდგავართ საქართველოს გვერდით“-აღნიშნა ტერნერმა.
ამერიკა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარის, ჯერი კონოლის განცხადებით, საქართველო რუსთის ოკუპაციის ფონზე მოახდინა ქვეყნის შთამბეჭდავი ტრანსფორმაცია და აშშ მომავალშიც მხარს დაუჭერს ამ ძალისხმევას.
„საქართველოს დამოუკიდებლობა და საქართველოს დემოკრატია ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამერიკის კონგრესში ორპარტიული მტკიცე მხარდაჭერით სარგებლობს. რუსეთის მიერ ამ ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციამ თვალსაჩინო გახადა ბევრი ამერიკელისთვის, თუ რა საფრთხეები გამოიწვია რეგიონში „რუსული დათვის“ ხელახლა გამოჩენამ. აშშ.-ს სურს მხარში ამოუდგეს საქართველოს. საქართველომ გამოიჩინა უზარმაზარი სიმამაცე და მზაობა, რომ განეხორციელებინა რეფორმები და ჩამოყალიბებულიყო დემოკრატიულ სახელმწიფოდ. ჩვენ გვსურს მხარი დავუჭიროთ ამ პროცესებს“ -განაცხადა კონოლიმ.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე მიმოიხილეს როგორც ორმხრივ ურთიერთობებში ასევე მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობის მზარდი დინამიკა და ხაზი გაუსვეს პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობას ყველა შესაძლო მიმართულებით. აღინიშნა, რომ აშშ უაღრესად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს მიღწევებს დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმირების გზაზე და ქვეყნის მიერ შეტანილ წვლილს რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში.