უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

18 იანვარი, 2019 13:59
font-size

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საუდის არაბეთის სამეფოს მაჯლის ალ-შურას (პარლამენტის) დელეგაციასთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა სამეფოს პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ფაიეზ ბინ აბდულლა ალ-შეჰრი ( Fayez bin Abdullah Al-Shehri).

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და თანამშრომლობის განვითარების გეგმები. ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ინტენსიფიკაციას სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში, რაც ხელს უწყობს ხალხთა შორისი კავშირების კიდევ უფრო გააქტიურებას.

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობას თბილისში საელჩოს გახსნის გადაწყვეტილებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ელჩი ახლო მომავალში შეუდგება დიპლომატიურ საქმინობას საქართველოში. ასევე აღნიშნა, რომ საელჩოს გახსნა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა აქტიურად შეუწყონ ხელი ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში.

არჩილ თალაკვაძე უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

24 აგვისტო, 2019 , 11:50

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საკანონმდებლო ორგანოს სახელით, უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „საქართველოს პარლამენტის სახელით ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. საქართვ

პრეზიდენტის სასახლეში კონსტიტუციის დღე აღინიშნება

24 აგვისტო, 2019 , 10:29

კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დღეს მიღება გაიმართება. ღონისძიებაზე მიწვეული არიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მოქმედი და ყოფილი წევრები. ასევე, ს

მამუკა ბახტაძე ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა

23 აგვისტო, 2019 , 13:55

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს შეეხო. ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას. აღინიშნა, რო

მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსში დაიწყო

23 აგვისტო, 2019 , 12:40

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსში დაიწყო. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მეთაურს მინსკის საერთაშორისო აეროპორტში ბელარუსის ვიცე-პრემიერი ვლადიმირ

პოლიციამ „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

23 აგვისტო, 2019 , 10:35

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი- ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული გ.ჩ. ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა

23 აგვისტო, 2019 , 10:35

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 23 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა. დაგეგმილია მთავრობის მეთაურის შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან. ვიზიტის ფარგლებში

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს