უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 აპრილი, 2017 17:55
font-size

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმში, რომელიც 10-11 აპრილს ნატოს დღეების ფარგლებში მიმდინარეობს.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საერთო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, სახალხო დიპლომატიისა და სტრატეგიული კომუნიკაციის როლზე, რეგიონში პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

“საქართველოსთვის ნატოსა და ევროკავშირის წევრობა მთავარი პრიორიტეტია, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა. აქტივობები, რომლებსაც მთავრობა ხალხის ამგვარი მხარდაჭერის მისაღებად ახორციელებს, საჯარო დიპლომატიის საუკეთესო მაგალითია. ამასთან, ჩვენ გვაქს პროგრესი როგორც ნატოში, ისე ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენი ხალხის მხარდაჭერის მობილიზების თვალსაზრისით“ - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ სიტყვით გამოსვლისას.

ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ გახსნეს. ფორუმს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები დაესწრნენ.

საქართველოში ესტონეთის ახლად დანიშნულმა ელჩმა დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

13 აგვისტო, 2020 , 17:10

საქართველოში ესტონეთის ახლად დანიშნულმა ელჩმა რიინა კალიურანდმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. ასლების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გაიმართა შეხვედრა. როგორც რიი

არჩევნების შედეგებით, ქართველი ამომრჩეველი ბევრს არაფერს უნდა ელოდოს - გიორგი გობრონიძე

13 აგვისტო, 2020 , 15:40

დღევანდელი პოლიტიკური პროცესი ძალიან პასიურია, შედეგად გვექნება ისევ ტრადიციული ქართული არჩევნები - ამის შესახებ "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში  ევროპის  უნივერსიტეტის პროფესორმა, სა

„ლელო“-ს მხრიდან ვაკეში მაჟორიტარობის კანდიდატის დაყენება ჩემთვის ნამდვილად მოულოდნელობა იყო - ელენე ხოშტარია

13 აგვისტო, 2020 , 12:45

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ „ლელო“-ს მხრიდან ვაკეში კანდიდატურის დაყენება მისთვის მოულოდნელობა იყო. „ლელო“-ს მხრიდ

გიორგი გახარია - საარჩევნო სიაში ჩემი ნომრით არ განისაზღვრება ის ძალისხმევა, რომლითაც უახლოეს თვეებში გამარჯვებისთვის ვიბრძოლებ

12 აგვისტო, 2020 , 16:00

საარჩევნო სიის ნომრით არ განისაზღვრება ის ძალისხმევა, რომლითაც უახლოეს თვეებში ვიბრძოლებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საარჩევნო სიასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქ

„ნაციონალური მოძრაობა“ მაჟორიტარული სიის წარდგენას ათი დღის განმავლობაში გეგმავს

12 აგვისტო, 2020 , 15:40

„ნაციონალური მოძრაობა“ მაჟორიტარული სიის წარდგენას ათი დღის განმავლობაში გეგმავს. როგორც საქართველოს პირველ არხს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განუცხადა, ამჟამად, მ

“ლელოს“ გუნდს ბიზნესმენი თამაზ გაიაშვილი შეუერთდა

12 აგვისტო, 2020 , 15:10

"ლელოს" გუნდს ახალი წევრი ჰყავს. პოლიტიკურ გაერთიანებას „აირზენა - ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი - თამაზ გაიაშვილი შეუერთდა, რომელიც დღეს ბრიფინგზე „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ წარადგი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე