უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 ივნისი, 2017 18:35
font-size

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სერბეთის რესპუბლიკის ახლადარჩეულ პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად 2017 წლის 23 ივნისს, ვიზიტით ბელგრადს ეწვია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა შეხვედრები გამართა სერბეთის ახლადარჩეულ პრეზიდენტთან ალექსანდრ ვუჩიჩთან და მოქმედ პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ივიცა დაჩიჩთან. შეხვედრებზე განხილულ იქნა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. ორივე მხარის მიერ დადასტურდა საერთაშორისო სამართლის პრინციპების, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის ურყევობა. ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობაზე. ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, უახლოეს მომავალში დაიგეგმა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ მთავრობათშორისი ხელშეკრულების ხელმოწერა.

აღინიშნა სურვილი, გააქტიურდეს საქართველო-სერბეთის პოლიტიკური დიალოგი, პარლამენტთაშორისი თანამშრომლობა, კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობები.

შეხვედრებზე მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს ტურიზმის სფეროში არსებული თანამშრომლობის გაღრმავებისა და თბილისსა და ბელგრადს შორის პირდაპირი საჰაერო ფრენების განხორციელების აუცილებლობას. ამ მხრივ აღინიშნა, ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო რეჟიმის ორმხრივად გაუქმების შესახებ სერბული მხარის მიერ ინიცირებული შეთანხმების დროული ხელმოწერის აუცილებლობაც.

მხარეები შეთანხმდნენ, დაიწყონ მუშაობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის პირველ ოფიციალურ ვიზიტზე სერბეთში.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სერბეთის ახლადდანიშნულ პრეზიდენტს ალექსანდრ ვუჩიჩს გადასცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მილოცვის წერილი.

სერბეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძე ასევე დაესწრო სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ივიცა დაჩიჩის სახელით დელეგაციის ხელმძღვანელების პატივსაცემად გამართულ სადილს.

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი