უკან

პოლიტიკა

25 სექტემბერი, 2018 15:45
font-size

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა SICA-ს გენერალურ მდივანთან

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემის (SICA) გენერალურ მდივანთან ვინისიო სერესო ანევალოსთან.

მხარეებმა გამოხატეს დაინტერესება განავითარონ თანამშრომლობა და ხელი შეუწყონ ამისათვის საჭირო სამართლებრივი პროცედურების დროულ დასრულებას.

როგორც ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, SICA -სთვის კარგად არის ცნობილი საქართველოს წარმატებები და ორგანიზაცია დაინტერესებულია საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობით. აღინიშნა, რომ ორგანიზაციის მიზნები და პრიორიტეტები (დემოკრატიული განვითარება, უსაფრთხოება, სოციალური ინტეგრაცია და ა.შ.) თანხვედრაშია საქართველოს ამოცანებთან და უკვე განხორციელებულ რეფორმებთან. მათ შორის გამოიხატა მზადყოფნა ორგანიზაციამ და მისმა წევრმა ქვეყნებმა გაიზიარონ საქართველოს წარმატებული გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიც არის სახელმწიფო ინსტიტუციების რეფორმა, სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესება, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ელექტრონული მმართველობა და სხვა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე ცენტრალური ამერიკის ქვეყნებთან საქართველოს თანამშრომლობას. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი სურვილი განავითაროს ურთიერთობები და მრავალმხრივი დიალოგი რეგიონის ქვეყნებთან, რისი დასტურიც არის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების ნაწილთან არსებული უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. მინისტრმა SICA-ს გენერალურ მდივანს გააცნო, საქართველოს საგარეო-პოლიტიკური დღის წესრიგი და მიღწეული წარმატებები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს, როგორც სავაჭრო-სატრანზიტო და ენერგეტიკული ჰაბის რეგიონალურ მნიშვნელობაზე, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის კარგ პრაქტიკაზე და ამ მხრივ არსებულ დამატებით შესაძლებლობებზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველო გახლავთ SICA-ს მეგობართა ჯგუფის წევრი.

არჩევნებში მონაწილე პრეზიდენტობის რამდენიმე მსურველი საკუთარ კანდიდატურას კახა კუკავას სასარგებლოდ ხსნის

22 ოქტომბერი, 2018 , 10:45

არჩევნებში მონაწილე პრეზიდენტობის რამდენიმე მსურველი საკუთარ კანდიდატურას „თავისუფალი საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატის, კახა კუკავას სასარგებლოდ ხსნის.  გუშინ გამართულ ბრიფინგზე, „ტრადიციონალის

შალვა ნათელაშვილი სალომე ზურაბიშვილს ბიძინა ივანიშვილთან ერთად დებატებში იწვევს

20 ოქტომბერი, 2018 , 17:35

ლეიბორისტული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი შალვა ნათელაშვილი მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კონკურენტს სალომე ზურაბიშვილს ბიძინა ივანიშვილთან ერთად დებატებში იწვევს. ნათელაშვილის განცხადებით, ის მზად არის პირისპირ სა

სადაც ვენახი გაქვთ გაშენებული, პლანის პლანტაციები გაშენდება - პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავა ზესტაფონში მოსახლეობას შეხვდა

20 ოქტომბერი, 2018 , 17:10

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი მოსახლეობას ზესტაფონში შეხვდა. კახა კუკავამ ამომრჩეველს საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და დაპირდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ხელისუფლების პრი

ზურაბ ჯაფარიძე მარიხუანას დარიგების გამო პოლიციამ დააკავა

20 ოქტომბერი, 2018 , 16:40

სამართალდამცველებმა „გირჩის“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე „დედაენის“ ბაღში მარიხუანის დარიგების გამო დააკავეს. ჯაფარიძის განმარტებით, ეს იყო „დაუმორჩილებლობის აქტი“. ახალი პოლიტიკური ცენტრი &b

პოლიციამ „გირჩის“ წევრი ნიკა ობოლაძე და პარტიის ორი მხარდამჭერი განყოფილებაში გადაიყვანა

20 ოქტომბერი, 2018 , 15:55

„გირჩის“ ინფორმაციით,  მისი წევრის ნიკა ობოლაძის შემდეგ  კრიმინალურმა პოლიციამ განყოფილებაში ორი მხარდამჭერი წაიყვანა. მათი განმარტებით, „დედაენის“ ბაღში მხარდამჭერებს ხუმრობით მგლი

რუსთავში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო ბანერები წითლად შეღებეს

20 ოქტომბერი, 2018 , 15:55

რუსთავში გაერთიანებული ოპოზიციის ,,ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო ბანერები წითლად შეღებეს. ოფისში მისულ პარტიის წევრებს ბანერები დაზიანებული დახვდათ, რის შემდეგაც პოლიციას მიმართე

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`