უკან

პოლიტიკა

23 ოქტომბერი, 2017 16:40
font-size

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და გაერთიანებული სამეფოს წამყვანმა კვლევითმა ორგანიზაციამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

ლონდონში საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს სტრატეგიული პარტნიორობის უორდროპის დიალოგის ფარგლებში ხელი მოეწერა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროსა და ბრიტანეთის წამყვანი კვლევითი ცენტრის „უილტონ პარკს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტს “უილტონ პარკის” გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის აღმასრულებელი სააგენტოს სახელით ხელი მოაწერა აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მაილს უიკსტედმა, ხოლო საქართველოს მხრიდან ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს საერთაშორისო თანამეგობრობისათვის აქტუალურ საკითხებზე სხვადასხვა სახის გლობალური თუ რეგიონული ღონისძიებებისა და დისკუსიების ორგანიზებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისეთ საკითხებს როგორიც არის გლობალური მმართველობა, ევროკავშირისა და ევრო-ატლანტიკური საკითხები, საერთაშორისო უსაფრთხოება და სტაბილურობა, კონფლიქტის დარეგულირება, მდგრადი განვითარება, ადამიანის უფლებები და დემოკრატია, ვაჭრობა და ინვესტიციები.

მემორანდუმში ხაზგასმულია უილტონ პარკსა და საქართველოს შორის წარსული თანამშრომლობის კარგი პრაქტიკა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მემორანდუმი ითვალისწინებს გრძელვადიან თანამშრომლობას ორ უწყებას შორის, რომელიც მიზნად ისახავს ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე გლობალური გამოწვევების საპასუხოდ ინოვაციური მიდგომების ჩამოყალიბებას.

საკვანძო სიტყვები:

ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი

18 აპრილი, 2024 , 19:05

ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის“ შესახებ  კანონის ხელახლა დაინიცირების გამო, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო

“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

18 აპრილი, 2024 , 18:29

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები – „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „სტრატ

პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ

18 აპრილი, 2024 , 14:47

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ოფშორიდან კომპანიები თუ არ შემოვლენ, ქვეყანას არც ზარალი ექნება და არც მოგება, მაგრამ თუ საქართველო შეძლებს კომპანიების დაინტერესებას,

ივანიშვილი იღებს ზომებს, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში გადაიტანოს - ევროპარლამენტარი

18 აპრილი, 2024 , 13:57

ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებს: სანქციების შემთხვევაში, მან თავის ფული საქართველოში უნდა გადაიტანოს, - წერს სოციალურ ქსელში, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. „ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებ

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია - სალომე ზურაბიშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:41

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „გენდერული კვოტირებ

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს - თინა ბოკუჩავა

18 აპრილი, 2024 , 13:30

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს, - ასე მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრებს, სა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი