უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

16 სექტემბერი, 2017 15:30
font-size

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ინდოეთს ეწვია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილის, დავით ჯალაღანიას ხელმძღვანელობით, სამხრეთ აზიის რეგიონში ტურნეს ფარგლებში, 2017 წლის 14 სექტემბერს ეწვია ინდოეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ნიუ დელის, სადაც გაიმართა საქართველო-ინდოეთის სავაჭრო, ეკონომიკური, სამეცნიერო და ტექნოლოგიური, კულტურული და საგანმანათლებლო თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-3 სხდომა და ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მე-6 რაუნდი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორივე ფორმატი ჩატარდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დონეზე. ინდოეთის მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მდივანი, რუჩი გჰანაშიამი. ქართულ დელეგაციაში წარმოდგენილი იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე თორნიკე რიჟვაძე,ინდოეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ ძულიაშვილი,ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლები. ინდური მხრიდან სხდომაში მონაწილეობა მიიღეს საგარეო საქმეთა, კომერციისა და ინდუსტრიის და რკინიგზის სამინისტროებმა, გადამზიდავი ასოციაციის და რეგიონული ვაჭრობის ცენტრის წარმომადგენლებმა.

კომისიის ფარგლებში განხილული და შეფასებული იქნა სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო, ტრანსპორტის, ტურიზმის, ტელე-კომუნიკაციების, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, ინოვაციების, სასოფლო-სამეურნეო, კულტურული, ენერგეტიკული მიმართულებებით გასული ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა და მიღწეული შედეგები, ასევე დაისახა ხსენებულ სექტორებში სამომავლო თანამშრომლობის განვითარების გზები, რომელიც აისახა კომისიის ოქმში.

კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და ინდოეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა წარმოადგენს მნიშვნელოვან ბერკეტს, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ორი ქვეყნის მეგობრობისა და პარტნიორობის შემდგომ განვითარებას, ხალხთა შორის კონტაქტების გააქტიურებას და მოსახლეობის ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას.

როგორც საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, კომისიის სხდომის ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად მხარეებმა მნიშვნელოვან პროგრესს და შეთანხმებას მიაღწიეს საქართველოში საინფორმაციო, საკომუნიკაციო და საგანმანათლებლო მოწინავე ტექნოლოგიების ინდურ-ქართული ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით და საქართველო-ინდოეთის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის მოლაპარაკებების დასაწყებად წინამოსამზადებელი სამუშაოებთან დაკავშირებით.

ვიზიტის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები გამართა ინდოეთის კომერციის და ინდუსტრიის მინისტრთან სურეშ პრაბუსთან, რომელთანაც განხილულ იქნა საქართველოში მიმდინარე რეფორმები და მიღწეული შედეგები, ასევე საქართველო-ინდოეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები; ინდოეთის რკინიგზების მინისტრის მოადგილესთან, რომელთანაც განხილული იყო საქართველოს ინფრასტრუქტურული რეფორმები და პროექტები, ასევე რამდენიმე რეგიონული სატრანზიტო პროექტი, რომლებმაც ინდური მხარის დიდი დაინტერესება გამოიწვია; ინდოეთის ელექტრონიკის და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრთან შრი რაჯივ კუმართან და სხვადასხვა სააგენტოს ხელმძღვანელებთან.

პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა, როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და მიმოიხილეს სამხრეთ კავკასიისა და სამხრეთ აზიის რეგიონში არსებული ვითარება და მიმდინარე პროცესები. განსაკუთრებით აღინიშნა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლის იუბილე, რომლის აღსანიშნავად მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ერთობლივი ღონისძიებების გამართვის თაობაზე. მხარეებმა აღნიშნეს საერთო ღირებულებებზე, მათ შორის საერთაშორისო სამართლებრივ პრინციპებზე, კანონის უზენაესობასა, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვის პრიორიტეტზე დამყარებული თანამშრომლობის დადებითი ტენდენცია. ინდოეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი პოზიცია.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ქართული დელეგაციის შეხვედრა ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან მ. ჯ. აკბართან, რომლის ფარგლებში მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის, როგორც ორმხრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის მზარდი და ნაყოფიერი ხასიათი.

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი