უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი


კონფლიქტის ზონა

11 აგვისტო, 2017 16:40
font-size

საქართველოს საგარეო უწყება გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხურჩისა და შამგონას მიმდებარე ტერიტორიაზე მავთულხლართების გავლების ფაქტს

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე, კერძოდ, ზუგდიდის რაიონის სოფლების - ხურჩისა და შამგონას მიმდებარე ტერიტორიაზე მავთულხლართების გავლების ფაქტს, - აღნიშნულის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

,,მიმდინარე წლის აპრილში საოკუპაციო ძალებმა აღნიშნულ პერიმეტრზე ჩაატარეს მოსამზადებელი სამუშაოები და დაამონტაჟეს ხის ბოძები, რის შესახებაც საქართველოს პარტნიორი ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები ოპერატიულად იქნენ ინფორმირებული. 9-11 აგვისტოს ზემოხსენებული სეგმენტის 800-900 მეტრიან მონაკვეთზე გავლებულ იქნა მავთულხლართები.

აფხაზეთის რეგიონში ოთხი ე.წ. გადასასვლელი პუნქტის დახურვის შემდეგ, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების გავლების პროცესი წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის გამიზნული პოლიტიკის ნაწილს, მეტ იზოლაციაში მოაქციოს ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობა და ნებისმიერი ხერხით შეუშალოს ხელი სამშვიდობო პროცესებს.

რუსეთის საოკუპაციო ძალების ეს ქმედება უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს, ზღუდავს მათ თავისუფალ გადაადგილებასა და განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უფლებას, რაც კიდევ უფრო გაართულებს აფხაზეთის რეგიონში ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ისედაც მძიმე მდგომარეობას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესიული ნაბიჯები, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნაკისრ ვალდებულებს, მოახდინოს საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაცია და გადადგას ნაბიჯები კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და მოახდინოს შესაბამის რეაგირება რუსეთის საოკუპაციო ძალების მორიგ ქმედებებზე, რომელიც მიმართულია სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ და აზიანებს როგორც უსაფრთხოების გარემოს, ასევე, საერთაშორისო წესრიგს“, - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

სამხრეთის სამხედრო ოლქის სამხედრო მოსამსახურეები ოკუპირებულ აფხაზეთში წვრთნებს მართავენ

16 ოქტომბერი, 2017 , 12:50

რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის სამხედრო მოსამსახურეები ოკუპირებულ აფხაზეთში წვრთნებს მართავენ. - ამის შესახებ РИА Новости-ს სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის უფროსმა, ვადიმ ასტაფიევმა განუცხადა. მისი თქმით, ტაქტი

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან და აშშ-ის წარმომადგენლებთან კონსულტაციებზე მთავარი თემა ეთნიკური წმენდის გაგრძელება იყო

11 ოქტომბერი, 2017 , 10:20

10 ოქტომბერს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 41-ე რაუნდის პირველ დღეს, გაიმართა ორმხრივი კონსულტაციები ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან თანათავმჯდომარეებთან და თანამოდერატორებთან, აგრეთვე ამერიკის შეერთებული

ქეთევან ციხელაშვილი ანა კაპელოს შეხვდა

6 ოქტომბერი, 2017 , 10:20

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საქმეთა დირექტორატის სამმართველოს უფროსს ანა კაპელოს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ

ოკუპირებულ აფხაზეთში სირიის დელეგაციის ე.წ. ვიზიტი რუსეთის მხრიდან პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებაა - საგარეო უწყება

4 ოქტომბერი, 2017 , 16:35

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ აფხაზეთში სირიის სახალხო საბჭოს წარმომადგენლების მიერ განხორციელებულ ე.წ. ვიზიტს გამოეხმაურა. საგარეო უწყება ფაქტს რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან საქართველ

ერგნეთში გამართულ მორიგ შეხვედრაზე ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი გიორგი გიუნაშვილის საკითხი განიხილეს

4 ოქტომბერი, 2017 , 11:00

საოკუპაციო ზოლზე და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ბოლო პერიოდში მომხდარი ინციდენტები და ოკუპირებულ რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები იყო ერგნეთის ბოლო შეხვედრაზე განხილული მთავარი საკითხები. ინციდენტების პრე

სამხრეთ ოსეთში ქართულ ენაზე სწავლება არ იკრძალება - დე ფაქტო საგარეო უწყება

29 სექტემბერი, 2017 , 13:50

ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო, 27 სექტემბერს რუსეთის ტელეკომპანია „Россия 1“-ის გადაცემა „60 минут“-ში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. დე ფაქტო უწყების განცხადებაში ნა

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე