უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

7 სექტემბერი, 2019 10:40
font-size

საქართველოს საგარეო უწყება საოკუპაციო ხაზთან განვითარებული მოვლენების გამო განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოხატავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბოლო დროს საოკუპაციო ხაზთან განვითარებული მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო დროს საოკუპაციო ხაზთან განვითარებული უკანონო და პროვოკაციული მოვლენების ფონზე, როგორიც იყო ხელოვნური ბარიერების აღმართვა საქართველოს მოქალაქეების დაკავება, თუ საოკუპაციო ხაზთან ძალების მობილიზება, რასაც თან სდევდა ულტიმატუმების წაყენება და უსაფუძვლო ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ, საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს განსაკუთრებულ შეშფოთებას საოკუპაციო რეჟიმის ძალების მიერ სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს მდებარე მაღლობის დაკავების, ე.წ. „საზღვრის“ ნიშნის განთავსების და ე.წ. საგუშაგოს განლაგებისთვის სამუშაოების დაწყების გამო.

„ეს არის მიზანმიმართული ქმედებები და წარმოადგენს პროცესების ერთიან ჯაჭვს, რომლის ერთ-ერთი მიზანია, გვიბიძგოს ე.წ. დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესის დაწყებისკენ. ეს არის ფუჭი მცდელობა, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის მიუღებელია. შიდა ადმინისტრაციული საზღვარი არ საჭიროებს არავითარ დაზუსტებას.

ასევე შემაშფოთებელია საოკუპაციო რეჟიმის მიერ ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვა, რაც უხეშად არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების უფლებას, სრულ იზოლაციაში აქცევს საქართველოს ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას და ამწვავებს მათ ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას.

მსგავსი ნაბიჯები იწვევს მხოლოდ ვითარების შემდგომ დესტაბილიზაციას და ძირს უთხრის საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო საზოგადოების სამშვიდობო ძალისხმევას“, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საოკუპაციო რეჟიმს, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები, რომლებიც მიმართულია ვითარების დესტაბილიზაციისკენ და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვისაკენ და პროვოკაციული ქმედებების ნაცვლად, კონსტრუქციულად მიიღოს მონაწილეობა მოლაპარაკებების ფორმატებში, იქნება ეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები თუ მის ფარგლებში მოქმედი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმები.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მიიღოს ქმედითი ზომები ვითარების დეესკალაციისთვის და შედეგზე ორიენტირებული ჩართულობით ხელი შეუწყოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული გამოწვევების მოგვარებას“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო რეაგირება მოახდინოს საოკუპაციო რეჟიმის უკანონო და დესტრუქციულ ნაბიჯებზე და ქმედითი ზომები მიიღოს მათ შესაჩერებლად.

საკვანძო სიტყვები:

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 14:11

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. მათივე ცნობით, აღნიშნული ინციდენტის

გასულ კვირას ენგურის ხიდზე რუსულნომრიანი სატვირთოების აქტიური მოძრაობა შეინიშნებოდა - `დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი`

22 მარტი, 2024 , 12:02

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასულ კვირას ოკუპირებულ გალის რაიონში, ენგურს გაღმა, სამეგრელოს მიმართულებით და უკან, შეინიშნებოდა რუსულნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ი

15 იანვარი, 2024 , 12:42

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ

აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

14 დეკემბერი, 2023 , 15:02

ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თვაურების, ოძისისა და გორაკას სოფლებში ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის პატრულირებაზე ელჩი დანიგანი ევროკავში

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ხატია დეკანოიძე

11 დეკემბერი, 2023 , 12:09

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ

დღეს ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა

29 ნოემბერი, 2023 , 18:00

დღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა ,- ინფორმაცია და კადრები ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი