უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

12 სექტემბერი, 2018 16:40
font-size

საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა 9 %-ით გაიზარდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციის” ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ - აგვისტოს პერიოდში საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა 9%-ით გაიზარდა.

2018 წლის 8 თვის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცეში შესრულდა 101 215 ინსტრუმენტალური ფრენა. აღნიშნული მაჩვენებელი 8 319 ფრენით ანუ 9%-ით მეტია 2017 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე.

2018 წლის იანვარ - აგვისტოს პერიოდში შესრულებული გადაფრენების რიცხვმა 69 912 ფრენა შეადგენ, რომელიც 2017 წლის მაჩვენებელზე 4.2% -ით (2 791 ფრენით) მეტია.

ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება საქართველოს აეროპორტების აფრენა - დაფრენის ზონებშიც. „საქაერონავიგაცია“ 8 თვის განმავლობაში საქართველოს სამ საერთაშორისო და ორ ადგილობრივ აეროპორტში 31 303 ფრენას მოემსახურა, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5 528 ფრენით, ან 21.4%-ით ეტია.

უწყების ცნობით, საქართველოს საჰაერო სივრცეში ნაფრენი დისტანცია 2018 წლის იანვარ - აგვისტოს ჩათვლით 27 859 000 კმ-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი 316 656 კმ-ით მეტია გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე საქართველოს საჰაერო სივრცეს ტრანზიტული გადაადგილებისთვის ყველაზე ხშირად იყენებენ: TURKISH AIRLINES (11,709), AZERBAIJAN AIRLINES – AZAL(4,296), QATAR AIRWAYS (3,884), THAI AIRWAYS INTERNATIONAL LTD (3,042), SINGAPORE AIRLINES (2,850).

საქართველოს აეროპორტების აფრენა-დაფრენის ზონებში ტოპ მომხმარებელად ისევ GEORGIAN AIRWAYS ( 5 092) TURKISH AIRLINES (2,893), WIZZ AIR HUNGARY (2,289), FLYDUBAI (1,613), QATAR AIRWAYS(1,320) დაფიქსირდნენ.

საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონის შედეგი

18 იანვარი, 2019 , 16:29

2019 წლის 18 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6632 შეადგინა.

ანკარა-თბილი-ანკარას მიმართულებით პირველი რეგულარული ავიარეისი შესრულდა

18 იანვარი, 2019 , 11:23

18 იანვარს, საქართველოს საელჩოს, თურქეთის ავიახაზებისა (Turkish Airlines) და TAV ჰოლდინგის ორგანიზებით, ანკარას ესენბოღას აეროპორტში ანკარა-თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი ავიარეისის გახსნის ცერემონია გაიმართა, ღ

გენადი არველაძე საუდის არაბეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

17 იანვარი, 2019 , 20:09

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე საუდის არაბეთის მაჯლის ალ-შურას (პარლამენტის) საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და

ევროკავშირმა საქართველოში რეფორმების მხარდასაჭერად 110 მილიონი ლარი გამოყო

17 იანვარი, 2019 , 17:50

"2018 წლის დეკემბერში, ევროკავშირმა 110 მილიონი ლარი ( 36.8 მლნ ევრო) გადმორიცხა", - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა მედიასთან დღევანდელ შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრა. მისი თქმით, რითაც დაადასტურა წინსვლა მთავრობის მიერ რ

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარედ ავთანდილ კასრაძე დაინიშნა

17 იანვარი, 2019 , 14:48

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს - ავთანდილ კასრაძე სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

17 იანვარი, 2019 , 09:00

16 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6634 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6644 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0010 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა