უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 დეკემბერი, 2016 15:25
font-size

საქართველოს სახალხო დამცველი შეკრების თავისუფლების შეზღუდვას ეხმიანება

საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი შეხვდა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მოშიმშილე გიორგი გაბედავას, რომელმაც განაცხადა, რომ პოლიციამ ხელი შეუშალა დასადგმელი ქოლგით სარგებლობასა და კარვის გაშლაში. სახელმწიფოს აღნიშნული ქმედებები შეუთავსებელია შეკრების თავისუფლებასთან.

როგორც სახალხო დამცველის აპარატი იტყობინება, გიორგი გაბედავას მიერ მოწოდებული ვიდეომასალით, რომელიც მან სოციალურ ქსელშიც ატვირთა, დასტურდება, რომ პოლიციის წარმომადგენლები დასადგმელი ქოლგის გამოსაყენებლად მერიის წერილობით თანხმობას სთხოვენ. ჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ იმ პერიოდში ცუდი ამინდი იყო. გაბედავას განმარტებით, მას ასევე არ მიეცა საშუალება პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე, ფართო ტროტუარზე კარავი გაეშალა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ მოშიმშილე ნიკა ჩერქეზიშვილმა სახალხო დამცველის წარმომადგენელს განუმარტა, რომ მას არ მიეცა შესაძლებლობა შიმშილობის აქციის მიმდინარეობისას მთავრობის ადმინისტრაციის წინ დაედგა სკამი.

მსგავს შემთხვევებზე თბილისის საქალაქო სასამართლომ მიმდინარე წლის ზაფხულში იმსჯელა. 2016 წლის 31 აგვისტოს, სასამართლოს მიერ გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით უკანონოდ იქნა ცნობილი თბილისის მერიის მიერ ამავე დაწესებულების შენობის წინ, სკვერში, პარტიზანი მებაღეებისათვის კარვის განთავსებაზე უარის თქმა.

ზემოთ დასახელებული შემთხვევები, ვინაიდან არ იწვევს შენობის შესასვლელების, საავტომობილო გზის ბლოკირებასა და დაწესებულების საქმიანობის შეფერხებას, შეკრების თავისუფლებით არის დაცული. შესაბამისად, დაუშვებელია სახელმწიფოს მიერ ხელშეშლა და ამ უფლებით სარგებლობის შეზღუდვა. ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპები მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით ასევე განმარტავს, რომ აქციების დროებითობა არ გამორცხავს საპროტესტო კარვებისა და სხვა არამუდმივი კონსტრუქციების აღმართვას.

იგივე პოზიცია დააფიქსირა სახალხო დამცველმა 2011 წლის 3 იანვარს ვეტერანთა აქციის კარვის გაშლის საბაბით დაშლისას, ასევე, პატრიოტთა ალიანსის მიერ 2015 წელს გამართულ შიმშილობის აქციებთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ არ მიეცათ კარვის გაშლის შესაძლებლობა. ეს არ არის მსგავსი შემთხვევების სრული ჩამონათვალი. სამწუხაროა, რომ აღნიშნული წარსული გამოცდილებისა და ამ ფაქტებიდან ხანგრძლივი დროის გასვლის შემდეგაც, ეს საკითხები ისევ პრობლემად რჩება და იმავე არგუმენტის გამოყენებით კვლავ იზღუდება შეკრების თავსუფლება.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებსა და სხვა პასუხისმგებელ სტრუქტურებს, ხელოვნური და კანონშეუსაბამო არგუმენტებით არ შეუშალონ ხელი შეკრების თავისუფლების რეალიზებას. სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობის პირებმა უნდა უზრუნველყონ მათი ქვემდებარე პირების ინფორმირება აღნიშნული სტანდარტების შესახებ და გასცენ ადეკვატური ინსტრუქციები შეკრების თავისუფლების სრულყოფილად რეალიზებისათვის.

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი