უკან

საზოგადოება

11 ნოემბერი, 2016 11:45
font-size

საქართველოს სახალხო დამცველი შპს „სისი ლოუნს“ დისკრიმინაციული სტერეოტიპების შემცველი რეკლამების მოხსნისკენ მოუწოდებს

საქართველოს სახალხო დამცველმა შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სისი ლოუნს“ სწრაფი სესხის შესახებ სარეკლამო რგოლებთან დაკავშირებით ზოგადი წინადადებით მიმართა. სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ ტელევიზიით და ინტერნეტით გავრცელებული რეკლამები ერთი მხრივ, ტრანსგენდერი, მეორე მხრივ კი ფინანსური სიდუხჭირის მქონე ადამიანების მიმართ უარყოფითი სტერეოტიპების გაძლიერებას უწყობს ხელს.

როგორც სახალხო დამცველის აპარატში აღნიშნავენ, შპს „სისი ლოუნის“ ერთ-ერთ სარეკლამო რგოლში წარმოდგენილია სცენა, თუ როგორ ეწევიან ადამიანები პროსტიტუციას. რეკლამის მთავარ პერსონაჟ – მამაკაცს აცვია კაბა და ახურავს პარიკი (სავარაუდოდ გაშარჟებულია ტრანსგენდერი ადამიანი). რეკლამის ბოლოს მას ურეკავს დედა, რომელსაც იგი ეუბნება რომ არ სცალია, მუშაობს. მეორე სარეკლამო რგოლში დედა შვილის ყულაბიდან იპარავს ფულს. ამ დროს ოთახში შემოდის გაოცებული შვილი, დედა ცდილობს გაიქცეს და ბავშვს ობობით აშინებს. მესამე რეკლამაში შვილიშვილს ეტლით მოსარგებლე ბებია მიჰყავს ლომბარდში. შვილიშვილი ლომბარდში აბარებს ეტლს, ბებია კი ზურგზე მოკიდებული მოჰყავს.

სახალხო დამცველმა არ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტი, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლებას შეიძლება უპირატესობა მიენიჭოს დისკრიმინაციული სტერეოტიპების წახალისების თავიდან აცილების ინტერესთან მიმართებით და შპს „სისი ლოუნს“ მიმართა, ამოიღოს რეკლამები სატელევიზიო და ინტერნეტ სივრციდან, ხოლო მომავალში თავი შეიკავოს მსგავსი შინაარსის შემცველი რეკლამების გავრცელებისგან და სარეკლამო რგოლების მომზადებისას პატივი სცეს ადამიანის ღირსებას.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი