უკან

საზოგადოება

16 ივლისი, 2018 12:40
font-size

საქართველოს სახალხო დამცველი სომხეთში ვიზიტით იმყოფება

15–17 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ოფიციალური ვიზიტით სომხეთის დედაქალაქ ერევანს ეწვია, სადაც სომხეთის ომბუდსმენთან არმენ ტატოიანთან, სომხეთის იუსტიციის მინისტრთან არტაკ ზეინიანთან და საერთაშორისო დელეგაციების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო სომხეთის მხარის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში.

მონაწილეებმა მრგვალი მაგიდის ფორმატში განიხილეს საქართველოში სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობა, სომხეთის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ქალთა და არასრულწლოვანთა უფლებები, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა ციხეებში.

საქართველოს სახალხო დამცველმა მისასალმებელ სიტყვაში მადლობა გადაუხადა სომხეთის ომბუდსმენს მიწვევისთვის, ხაზი გაუსვა საქართველო–სომხეთის ისტორიულ კავშირებს და უფლებადაცვით ინსტიტუციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. ნინო ლომჯარიამ ასევე მიმოიხილა საერთაშორისო მანდატები, რომელზეც საქართველოს ოფისი ბოლო წლებია აქტიურად მუშაობს.

„მნიშვნელოვანია მეზობელ ქვეყნებს შორის ადამიანის უფლებების საკითხებზე გამოცდილების გაზიარება, უკვე არაერთი წელია სომხეთსაც და საქართველოსაც აქვს მონიტორინგის ეროვნული მექანიზმი, რომელიც ახორციელებს მონიტორინგს პენიტენციურ დაწესებულებებსა და სხვა დახურულ ინსტიტუციებში. 2014 წელს საქართველოს სახალხო დამცველს მიენიჭა მანდატი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგის, რომელსაც ცოტა ხნის წინ სომხეთიც შემოუერთდა. ახალი მანდატის დახვეწისა და გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველმა სომხეთთან ერთად უკვე მიმართა ევროკომისიას მხარდაჭერისთვის“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ კონფერენციაზე.

ერევანში ვიზიტის ფარგლებში სახალხო დამცველი მოადგილეებთან და დელეგაციის წევრებთან ერთად პენიტენციურ დაწესებულებებს მოინახულებს, ასევე შეხვდება სომხეთში ქართულ დიასპორას.

გარდაიცვალა მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი

27 მარტი, 2019 , 00:12

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობი 1931 წლის 15 ივლისს საგარეჯოს რიონის სოფელ გომბორში დაიბადა, დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო

ტექნიკურ უნივერსიტეტში ამიერკავკასიის მასშტაბით უნიკალური ლაბორატორია გაიხსნა

26 მარტი, 2019 , 18:49

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა - მამუკა ბახტაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა - მიხეილ ბატიაშვილმა და ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა - არჩილ ფრა

მეტეხის გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდება

26 მარტი, 2019 , 16:40

თბილისის მერიის ინფორმაციით, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მეტეხის გვირაბში დასუფთავების სამუშაოებს ჩაატარებს. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, მეტეხის გვირაბი ამაღამ, 00:00 საათიდან 27 მარტის 07:00 საათამდე გად

სტერეოტიპები, რომ არსებობს რაღაც `მამაკაცური` და `ქალური` თანამდებობები უნდა დავამსხვრიოთ- ნათია მეზვრიშვილი

26 მარტი, 2019 , 15:00

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ქალთა გაძლიერების ფორუმს დაესწრო. როგორც „მედიანიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარე

ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

26 მარტი, 2019 , 14:20

თბილისში, გორგასლის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 30 კვ/მ ფართობი

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახალი ციფრული პლატფორმა შეიქმნა

26 მარტი, 2019 , 14:15

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით უძრავი ქონების ახალი ონლაინპლატფორმა Area.ge ყველასათვის ხელმისაწვდომია. Area.ge-ის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს სრულყოფილი და მუდმივად განახლებადი ინფორმაცია საქართველოს ბაზარზ