უკან

სამართალი

11 ოქტომბერი, 2017 22:13
font-size

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება თბილისის საკრებულოსთან გამართული აქციის მონაწილეთა დაკავების ფაქტზე

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს არ შეაფერხონ მისი წარმომადგენლები საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებაში. - ამის შესახებ ნათქვამია თბილისის საკრებულოსთან გამართული აქციის მონაწილეთა დაკავების ფაქტზე საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში.

„2017 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში არ მიაწოდეს მოთხოვნილი ინფორმაცია, თბილისის საკრებულოსთან დაკავებული აქციის მონაწილეების ადგილსამყოფელის შესახებ, რის გამოც დაკავებულების მონახულების პროცესი ხელოვნურად გაჭიანურდა 3 საათზე მეტი ხნის განმავლობაში.

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სწრაფად და ოპერატიულად არ თანამშრომლობენ საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებთან და გონივრული, ლეგიტიმური მიზეზების გარეშე აფერხებენ დაკავებულ პირებთან მათი დაუყოვნებლივი შეხვედრის უფლებამოსილებას.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სახალხო დამცველის საქმიანობისთვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. ამასთან, სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები უფლებამოსილნი არიან, სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებს მოსთხოვონ ნებისმიერი ინფორმაციისა და ახსნა-განმარტების მიწოდება დაუყოვნებლივ, რაც ამ შემთხვევაში არ შესრულებულა.“ - ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკორეალიზატორი დააკავა

16 დეკემბერი, 2017 , 13:20

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს საორგა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

16 დეკემბერი, 2017 , 11:50

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 1958 წელს დაბადებული, ამავე დანა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

15 დეკემბერი, 2017 , 14:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მე-4 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული ზ.ბ., ცეცხლ

თბილისში საქველმოქმედო ფონდის ოფისი გაქურდეს

15 დეკემბერი, 2017 , 13:50

თბილისში, კლდიაშვილის ქუჩაზე საქველმოქმედო ფონდ, ,,მომავლის გზის“ ოფისი გაქურდეს. მოპარულია კომპიუტერული ტექნიკა, შემოწირული თანხა და სხვა ნივთები. ფონდის თანამშრომლებმა დღეს დილით აღმოაჩინეს, რომ შენობა გატეხილი ი

#9 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ გიორგი მამალაძის პერსონალური მონაცემები უკანონოდ გადასცა გამოძიებას - ადამიანის უფლებათა ცენტრი

15 დეკემბერი, 2017 , 12:55

ადამიანის უფლებათა ცენტრმა სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართა მათი წევრის, ადვოკატ თამარ ავალიანის საქმიანობის ხელშეშლის გამო #9 პენიტენციურ დაწესებულებაში. სწორედ აქ იხდის სასჯელს დეკანოზი გიორგი

კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

15 დეკემბერი, 2017 , 12:20

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ხონის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი არასამე