უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 ივნისი, 2017 18:51
font-size

საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ევროკავშირის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში დღეს ევროკავშირის დელეგაციის წევრები: მთავარი მრჩეველი გენდერისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების საკითხებში მარა მარინაკი და ევროკავშირის წარმომადგენელი ადამიანის უფლებებისა და გენდერის მიმართულებით ტაინა იარვინენი საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილეს ეკატერინე სხილაძეს შეხვდნენ.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ომბუდსმენის მოადგილემ სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა სახალხო დამცველის მანდატისა და აპარატის საქმიანობის შესახებ გენდერული თანასწორობის კუთხით. ხაზი გაუსვა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის N1325 „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ მიმართულებას; აღნიშნა, რომ სახალხო დამცველი დიდ ყურადღებას უთმობს სამოქმედო გეგმების მონიტორინგსა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას, რაც ევროკავშირისთვის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.

შეხვედრაზე სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა ანა ილურიძემ ისაუბრა საკანონმდებლო ხარვეზებზე და ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის კუთხით სახალხო დამცველის აპარატის როლსა და შესაძლებლობებზე, მათ შორის, ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგსა და საინფორმაციო შეხვედრებზე სამიზნე ჯგუფებთან.

ევროკავშირის წარმომადგენელმა მარა მარინაკიმ კამპანიების და პრევენციული ღონისძიებების მიმართულებით სახალხო დამცველის საქმიანობის მნიშვნელობას და ევროკავშირის პოლიტიკურ და ფინანსური მხარდაჭერას გაუსვა ხაზი.

საკვანძო სიტყვები:

გვჯერა, რომ ჩვენ ქართველებს ეს ფორუმი დაგვეხმარება უფრო კარგად შევასრულოთ ჩვენი მისია - გიორგი გახარია

22 ოქტომბერი, 2019 , 13:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „აბრეშუმის გზის ფორუმი“ სიტყვით გამოსვლით გახსნა. პრემიერ-მინისტრმა ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს არის ეფექტიანი პლატფორმა, სადაც აბრეშუმის

თავდაცვის მინისტრმა ლატვიის ელჩს უმასპინძლა

22 ოქტომბერი, 2019 , 13:00

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ირაკლი ღარიბაშვილმა ინგრიდა ლევრენესს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტე

საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო - სუს-ის უფროსი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

22 ოქტომბერი, 2019 , 10:35

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, როზარია პულისისთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მ

გიორგი გახარია უზბეკეთის ვიცე პრემიერ-მინისტრს შეხვდა

21 ოქტომბერი, 2019 , 19:52

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უზბეკეთის ვიცე პრემიერ-მინისტრ ელიორ განიევს შეხვდა. როგორც „მედიანიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე საქართველოსა და უზბეკეთს შორის სხვადასხვა სფ

მაია ცქიტიშვილს და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურ დირექტორს პარლამენტში იბარებენ

21 ოქტომბერი, 2019 , 17:10

საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე, კოლეგებთან ლევან გოგიჩაიშვილსა და კობა ნარჩემაშვილთან ერთად, საქართველოს ვიცე-პრემიერს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილსა და „ანაკლიი

საქართველოს პრეზიდენტი ტოკიოს მერს შეხვდა

21 ოქტომბერი, 2019 , 16:50

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ტოკიოში სამუშაო ვიზიტის მიმდინარეობისას შეხვედრა გამართა ტოკიოს მერთან, რომელთანაც ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, სპორტული და ტურისტული მიმართულებების განვ