უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 დეკემბერი, 2016 13:00
font-size

საქართველოს სახალხო დამცველის შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ყოველწლიურად 3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. მიმდინარე წელს ამ დღის თემაა „მდგრადი განვითარების დღის წესრიგის 17 მიზნის მიღწევა მომავლისთვის, რომელიც ჩვენ გვინდა“. თემა ყურადღებას ამახვილებს ინკლუზიური გარემოს მშენებლობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა როლზე და სოციალური ბარიერების აღმოფხვრაზე.

სახალხო დამცველის განცხადებით, 3 დეკემბრის დღესთან დაკავშირებით, გაეროს გენერალურმა მდივანმა თავის მისალმებაში განაცხადა, რომ აღნიშნული 17 მიზნის მისაღწევად საჭიროა საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობისა და სრული ინკლუზიის უზრუნველყოფა, მათ მიმართ არსებული სტერეოტიპებისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის გზით.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ საქართველოში გაეროს კონვენციის რატიფიცირებიდან ორი წლის შემდეგ დღის წესრიგში კვლავ არაერთი პრობლემა დგას. მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა კონვენციის აღსრულების ქმედითი მექანიზმის შექმნა და დასახელებული დოკუმენტის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება; სხვადასხვა შეზღუდვის მქონე ადამიანებისთვის არ არის უზრუნველყოფილი ფიზიკური გარემოს, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ინფორმაციის მისაწვდომობა.

სახელმწიფოს წინაშე არსებული ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა სოციალური დაცვა, სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზება და დასაქმება; ასევე, ინკლუზიური განათლების ხარისხი და უწყვეტობა. საგანმანათლებლო პროცესი სრულად არ მოიცავს სხვადასხვა შეზღუდვის მქონე ბავშვების მნიშვნელოვან ნაწილს, განსაკუთრებით რეგიონებში.

ქვეყანაში არ ხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ საჭირო სტატისტიკის წარმოება და კვლევითი მონაცემების შეგროვება, რაც აუცილებელია კონვენციის ეფექტური განხორციელებისათვის საჭირო პოლიტიკის შემუშავებისა და უზრუნველყოფის საქმეში.

საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს სახელმწიფოს, გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რათა უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი მონაწილეობა ინკლუზიურ და მდგრად საზოგადოებაში.

საკვანძო სიტყვები:

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი