უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 ივნისი, 2024 15:23
font-size

საქართველოს სახალხო დამცველმა არჩევნებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით არჩევნების თემაზე სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო სახალხო დამცველის მანდატისა და არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების მოკვლევა-შესწავლის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მონაწილე მხარეებისგან არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაციის მიღება.

ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

„სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განაცხადებით, გაზრდილი პოლარიზაციის პირობებში აპარატის მიმართ დიდი მოლოდინებია, რომელიც მიუხედავად შეზღუდული მანდატისა და რესურსებისა, მზად არის მოიკვლიოს და შეისწავლოს ყველა მოპოვებული ინფორმაცია.

ასევე აღნიშნა აპარატის რეგიონული წარმომადგენლობების მზადყოფნა წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დროს უფლებების დარღვევის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირების კუთხით.

სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ ინფორმაციის მიღების საკითხებზე წინასაარჩევნო პერიოდში დარღვევების შესახებ ისაუბრა, რაც ეფექტიანი რეაგირების და გრძელვადიანი გადაწყვეტილების საშუალებას იძლევა. ასევე, ისაუბრა ძალადობის აქტებისა და დაკავებების დროს რეაგირების არსებული მექანიზმის მნიშვნელობასა და კოორდინაციის გაუმჯობესებაზე.

მონაწილეებმა არაორდინალური გარემოებების პირობებში, წინასაარჩევნო და არჩევნების პროცესებში აპარატის უფრო აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე ასევე, აქციების დროს დაკავებულთა მოძიებასა და მათი უფლებების მონიტორინგის საკითხებში აპარატთან ეფექტიან თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე, მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს არასამთავრობო სექტორზე გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს კანონის უარყოფით გავლენას.

შეხვედრა გაიმართა USAID-PDO პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარებით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება

18 ივლისი, 2024 , 15:48

ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილება განხორციელდა - სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება და მოსწავლეები სავალდებულო განათლებას 10 კლასის ჩათვლით მიიღებენ. ამას “ზოგადი განათ

დღის ბოლოდან 21 ივლისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება

18 ივლისი, 2024 , 13:38

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 ივლისის დღის ბოლოდან 21 ივლისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. უწყება მოქალაქეებს აფრთხილებს, რ

საქართველოს ბანკის რიგით 23-ე იდეათეკა დაბა მანგლისის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიხსნა

18 ივლისი, 2024 , 13:08

საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, იდეათეკის პროექტი კიდევ უფრო გაფართოვდა და ამჯერად, გამონაკლისის სახით, ახალი სივრცე დაბა მანგლისში, თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის ადმინის

გლდანის ტბის ეკოლოგიური პრობლემის გადაჭრის მიზნით კონკრეტული ღონისძიებები დაიწყო

17 ივლისი, 2024 , 13:27

თბილისის მერიამ გლდანის დიდი (თეთრი) ტბის ეკოლოგიური პრობლემის გადაჭრის მიზნით კონკრეტული ღონისძიებები დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრ

კიდევ ერთი ავარიული კორპუსი ვარკეთილის დასახლების მესამე მასივში ჩანაცვლდება

17 ივლისი, 2024 , 13:20

ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთი კორპუსი სამგორის რაიონში ჩანაცვლდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაც

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind Tbilisi-ის ღონისძიებაზე Grammarly-ის წარმომადგენელი გამოცდილებას გააზიარებს

16 ივლისი, 2024 , 18:11

საქართველოს ბანკისა და Startup Grind-ის ღონისძიებების სერია გრძელდება. ამჯერად, 18 ივლისს, თბილისში, სტარტაპერებთან და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებთან შეხვედრას მსოფლიოში ცნობილი კომპანიის, G

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი