პოლიტიკა


საქართველოს სახალხო დამცველმა აშშ-ში შეხვედრები გამართა
საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და აზიის ბიუროს წარმომადგენელთან ბრიჯიტ ბრიკთან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების, შრომისა და დემოკრატიის ბიუროს უფროსთან მიშელ კოზაკთან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის, იუსტიციის დეპარტამენტისა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებთან.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველი ასევე შეხვდა კონგრესმენ დევიდ ფრაის, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის გენშტაბის საგარეო პოლიტიკურ მრჩეველს რიჩარდ ნორლანდს, მარშალის ფონდის უფროს მკვლევარს ჯონათან კატს და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს.
სახალხო დამცველმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებულ პოზიტიურ ცვლილებებსა და გამოწვევებზე.
სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე, პოლიციის მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების გაჭიანურებაზე, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობაზე, საკონსტიტუციო რეფორმისა და შრომის უსაფრთხოების საკითხებზე. საუბარი შეეხო გახმაურებულ საქმეებსაც, დეტალური კითხვები დაისვა ამერიკული მხარის მიერ მუხთარლის საკითხთან დაკავშირებით.
განიხილეს ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უფლებრივი მდგომარეობა, ქართული ენის სწავლების შეზღუდვის ტენდენცია და გამყოფ ხაზზე საქართველოს მოქალაქეების დაკავების შემთხვევები.
სახალხო დამცველმა ვაშინგტონის ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას ისაუბრა დისკრიმინაციის შესახებ მიღებული კანონის იმპლემენტაციაზე, უმცირესობების უფლებების დარღვევის ფაქტებზე, გენდერული თანასწორობის კუთხით არსებულ მდგომარეობასა და სხვა საკითხებზე.
საკვანძო სიტყვები:

48%-იანი პარტია, 52% ამომრჩეველს უცხადებს უარს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაზე, ეს არის დესტაბილიზაციისკენ მიმართული გზა - მამუკა ხაზარაძე
23 იანვარი, 2021 , 16:05

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პარტიის სამდივნო აირჩია
23 იანვარი, 2021 , 16:05

გიორგი გახარია კამალა ჰარისს მიმართავს -თქვენი არჩევა წარმოადგენს შთამბეჭდავ გზავნილს მთელი მსოფლიოსთვის, ჩემი ქალიშვილის ჩათვლით, რომ აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, ყველა ქალს ჩვენს პლანეტაზე ნებისმიერი მიზნის მიღწევა შეუძლია
23 იანვარი, 2021 , 10:50

გიორგი გახარია ჯო ბაიდენს - დღეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე და მადლობას გიხდით პირადად თქვენ წლების განმავლობაში ჩვენი პარტნიორობის ქომაგობისა და განმტკიცებისთვის
23 იანვარი, 2021 , 10:50

მე-13 ბატალიონის მეორე ნაკადი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა
23 იანვარი, 2021 , 10:50
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა
22 იანვარი, 2021 , 21:19