უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

4 ივლისი, 2017 14:30
font-size

საქართველოს სახალხო დამცველმა ბავშვის უფლებების ცენტრის საკონსულტაციო საბჭოს პირველი შეხვედრა გამართა

2017 წლის 30 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრთან არსებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა და საბჭოს მოწვეულმა წევრებმა ქვეყანაში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით არსებული გამოწვევები, სახალხო დამცველის მანდატი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.

საქართველოს სახალხო დამცველმა საკონსულტაციო საბჭოს წევრებს ბავშვთა უფლებების მონიტორინგისა და პოპულარიზაციის, საინფორმაციო–საგანმანათლებლო საქმიანობის კუთხით განხორციელებული აქტივობები, ბავშვთა უფლებების მომწესრიგებელი კანონმდებლობის დახვეწისა და ინდივიდუალური საჩივრების განხილვის ძირითადი შედეგები გააცნო.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრის უფროსმა მაია გედევანიშვილმა ბავშვის უფლებების ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, შესწავლილ ინდივიდუალურ საქმეებზე, ბავშვთა დაწესებულებების მონიტორინგსა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა; ბავშვთა უფლებების სფეროში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებები განიხილა.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა პრიორიტეტული საკითხები და საბჭოს ფუნქციონირების სამომავლო ხედვა წარმოადგინეს.

საბჭოს წევრებმა განიხილეს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე–3 დამატებითი ოქმის ამოქმედებისა და პრაქტიკაში ეფექტიანი იმპლემენტაციის საჭიროების, ბავშვის უფლებების შესახებ ერთიანი კანონის მიღების აუცილებლობის, ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის, ქუჩაში მცხოვრების და მომუშავე ბავშვებისა და არასრულწლოვანთა უფლებების სხვა პრობლემური საკითხები.

ბავშვის უფლებების დაცვისა და მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭო საქართველოს სახალხო დამცველის ბრძანების საფუძველზე, 2016 წლის ნოემბერში დაარსდა. საკონსულტაციო საბჭოს ძირითადი მიზანია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ბავშვის უფლებათა კონვენციის დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის ეფექტური განხორციელების ხელშეწყობა, კონვენციის პრინციპების გათვალისწინებით. ღია კონკურსის წესით შერჩეული საბჭოს წევრები ბავშვთა დაცვის სფეროში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები არიან:

ნატო შავლაყაძე – ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი
ეკატერინე სანებლიძე – ბავშვთა კეთილდღეობის ლიგა
ქეთი მარგალიტაძე – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი
მარინე გეგელაშვილი – ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
ჯაბა ნაჭყებია – გაეროს ბავშვთა ფონდი
ანტონ ქელბაქიანი – ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის
სალომე ნამიჭეიშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ნინო შატბერაშვილი – სოციალურ მუშაკთა ასოციაცია.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი