უკან

საზოგადოება

3 მაისი, 2017 18:00
font-size

საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ ვეგან კაფე „კივის“ თანამშრომლები დისკრიმინაციას დაექვემდებარნენ

2017 წლის 25 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა ვეგან კაფე „კივის“ თანამშრომლების მიმართ გარეგნობის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ასოციაციით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შესახებ გამოსცა რეკომენდაცია, რომლის ადრესატი ფიზიკური პირია. განმცხადებლების ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში ააიპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი - EMC” წარმოადგენდა.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ომბუდსმენის წინაშე განმცხადებლები მიუთითებდნენ, რომ ისინი გახდნენ დისკრიმინაციის მსხვერპლნი კერძო მესაკუთრის მხრიდან, ვინაიდან გარეგნობის და სავარაუდო სექსუალური ორიენტაციის გამო მოპასუხემ მათთან მოშალა იმ შენობის ქირავნობის ხელშეკრულება, რომელშიც განმცხადებლებს კაფე ჰქონდათ გახსნილი.

,,აღნიშნული განპირობებული იყო 2016 წლის 29 მაისს მომხდარი ინციდენტით, რა დროსაც ნეო ნაცისტური დაჯგუფების „ბერგმანის“ წევრებმა და ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა კაფეს თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ვეგანური იდეოლოგიის დამცირების მიზნით, კაფეში ხორცის პროდუქტები მიიტანეს. ამ ფაქტს ჯერ „ბერგმანის“ ჯგუფის წევრებსა და კაფეს თანამშრომლებს, შემდეგ კი ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და კაფეს პერსონალს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა მიუთითა, რომ მესაკუთრის მიერ ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის რეალური მიზეზი ემყარებოდა მის სტერეოტიპულ განწყობებს კონკრეტული გარეგნობის მქონე ადამიანების და ლგბტ ჯგუფთან მათი სავარაუდო ასოცირების შესახებ. სახალხო დამცველის განმარტებით, ადამიანის უფლების შელახვა ვერ გამართლდება საზოგადოებაში დამკვიდრებული თუ კონკრეტული ადამიანისთვის დამახასიათებელი სტერეოტიპული შეხედულებებით, რომელიც რომელიმე ჯგუფს თუ ადამიანს საკუთარი სუბიექტური წარმოდგენების საფუძველზე აღიქვამს და მათგან ილუზორულ საფრთხეს ელის. სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ ის გარემოება, რომ განმცხადებლების გარეგნობა ფართის მესაკუთრისთვის მიუღებელი იყო, ვერ გაამართლებს მოპასუხის მოსაზრების პრაქტიკაში რეალიზებას ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის გზით, რამდენადაც სტერეოტიპებზე დაფუძნებული მოპყრობა ვერ მიიჩნევა ლეგიტიმურ მიზნად, რომლითაც შეიძლება განსხვავებული მოპყრობა გამართლდეს.

შესაბამისად, სახალხო დამცველმა კერძო მესაკუთრეს რეკომენდაციით მიმართა, ქირავნობიდან გამომდინარე სახელშეკრულებო თუ სხვა სახის ურთიერთობებში, მომავალში თავი შეიკავოს ნებისმიერი ნიშნის გამო დისკრიმინაციული მოპყრობისაგან’’, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

23 იანვარი, 2020 , 10:55

გადაუდებელი სამუშაოების გამო, დღეს, 23 იანვარს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაო

კორონავირუსის გავრცელების საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართება

23 იანვარი, 2020 , 10:55

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში კორონავირუსის გავრცელების საკითხზე დღეს შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სამინი

საქართველოში 23-25 იანვარს თოვლია მოსალოდნელი

22 იანვარი, 2020 , 16:50

23 იანვრიდან საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია ნათქვამი. „23 იანვრიდან 25 იანვრამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით,

ტექნიკურ უნივერსიტეტში რევაზ მიშველაძის იუბილე აღნიშნეს

22 იანვარი, 2020 , 16:50

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქართველი მწერლის, ნოველისტისა და საზოგადო მოღვაწის რევაზ მიშველაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა - ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობი

ბრიტანული კომპანია OneWeb-ი საქართველოში სატელიტური ქსელის მომსახურებისთვის სპეციალური სადგურის მოწყობით დაინტერესდა

22 იანვარი, 2020 , 16:30

გლობალური კომუნიკაციების სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი ბრიტანული სტარტაპ კომპანია OneWeb-ი საქართველოში სატელიტური ქსელის მომსახურებისთვის სპეციალური სადგურის მოწყობით არის დაინტერესებული, რომლითაც რეგიონს დაფარავს, - ამის

თქვენ ჩემთვის უფრო მეტად დაზარალებულები ხართ, ვიდრე ჩემი ოჯახი - ზაზა სარალიძე

22 იანვარი, 2020 , 16:30

ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში გიორგი ჯანაშიას აღიარებით ჩვენებას ეხმაურება. სარალიძე წერს, რომ ხორავას ქუჩის ინციდენტში მონაწილის მშობლებს სამძმარს უცხადებს.„2017 წლის 1 დეკემბრიდან მოყოლებული მუდამ ვფიქრობდი, თუ რ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`