უკან

ეკონომიკა

13 სექტემბერი, 2017 12:45
font-size

საქართველოს სახით რუკაზე გაჩნდა ქვეყანა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მსოფლიოში წამყვანი ბაზრების მქონე ყველა სახელმწიფოსთან ექნება - დავით საგანელიძე

ჩინეთში საქმიანი ვიზიტით მყოფ საქართველოს და შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ასამბლეის ( PABSEC ) დელეგაციებს ,,საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ხელმძღვანელობს.

ოფიციალური დელეგაციის წევრები ჩინეთის ბიზნეს წრეებისა და უმსხვილესი კომპანიების პირველ პირებს ხვდებიან.

„საქართველოს სახით რუკაზე გაჩნდა ქვეყანა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მსოფლიოში წამყვანი ბაზრების მქონე ყველა სახელმწიფოსთან ექნება, რაც ინვესტორებისთვის სერიოზული სიგნალია“- ეს განცხადება „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ძიანგსის პროვინციის გუბერნატორთან შეხვედრისას გააკეთა.

,,საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, ქართულ დელეგაციას საზეიმო დახვედრა ძიანგსის პროვინციის გუბერნატორმა ლიუ ციმ მოუწყო. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე ისაუბრეს და ორმხრივი თანამშრომლობის სურვილი ტექსტილის, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი წიაღისეულის გადამუშავების სფეროებში გამოთქვეს. საუბარი შეეხო საქართველო - ძიანგსის პროვინციას შორის პირდაპირი რეისების დანიშვნისა და საქართველოს, როგორც კონკურენტუნარიანი სარკინიგზო კორიდორის გამოყენების საკითხებს. „საქართველო ინვესტიციების დაბანდებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა, ჩვენ გამოვთქვამთ დიდ ინტერესს ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივის მიზნით“, - განაცხადა ლიუ ციმ.

„ჩინეთი უკვე სამი წელია ჩვენი ყველაზე მსხვილი ინვესტორი და სავაჭრო პარტნიორია. მსოფლიოს ყველაზე დიდი ბაზრების მქონე ქვეყნებთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის გამო საქართველოში როგორც ევროპული, ასევე აზიური კომპანიები შემოდიან და საკუთარი წარმოების გადმოტანას სწორედ ჩვენს ქვეყანაში ცდილობენ. საქართველო- ჩინეთის სავაჭრო- ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება ამ მხრივ ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოა“, განაცხადა დავით საგანელიძემ.

„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა ძიანგსის გუბერნატორი და ადგილობრივი ბიზნეს წრეების წარმომადგენლები ამა წლის 28-29 ნოემბერს თბილისში „ერთი სარტყელი ერთი გზის“ ფარგლებში დაგეგმილ საერთაშორისო ფორუმზე მოიწვია. თავის მხრივ ძიანგსის გუბერნატორმა სქართველოს იმერეთის რეგიონისა და ძიანგსის პროვინციის დამეგობრების შესახებ ინიციატივა გამოთქვა.

ქართული დელეგაცია საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით ჩინეთში საქმიან შეხვედრებს განაგრძობს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტისა და საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლები, ასევე კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე შედიან.

მომავალი 3 წლის განმავლობაში ენერგოსისტემას 500 მგვტ-მდე დამატებითი სიმძლავრე შეემატება - დავით თვალაბეიშვილი

14 ოქტომბერი, 2019 , 13:11

არაგვიჰესი და მისი წყალსაცავი ენერგეტიკული დანიშნულების გარდა, ადგილობრივი ეკონომიკის სხვა სექტორების განვითარებასაც უწყობს ხელს. ჰესის მშენებლობისას გაყვანილი გზა და ხელოვნური ტბა იზიდავს ტურისტებს, აღდგენილი გზით კი ად

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელმაც შეძლო რთულ პერიოდში წინსვლა საკრედიტო რეიტინგებში - ივანე მაჭავარიანი

12 ოქტომბერი, 2019 , 14:15

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საქართველო განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში ამჟღავნებს მდგრადობას საგარეო და რეგიონული შოკების მიმართ. მისი თქმით, ბოლო წლებში რეგიონში არსებული კრიზი

Standard & Poors-ის გაუმჯობესებული რეიტინგი საქართველოს მიმართ ინვესტორების მხრიდან გაზრდილი ნდობის აღიარებაა - ნათია თურნავა

12 ოქტომბერი, 2019 , 12:50

წამყვანი სარეიტინგო სააგენტო Standard & Poors-ის მხრიდან საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის ერთი ბიჯით გაზრდა, რაც პირველად მოხდა 2011 წლის შემდეგ, ძალიან მკაფიო აღიარებაა იმ წარმატებული ეკონომიკური რეფორმები

„ბილტმორში“ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის საორგანიზაციო შტაბი გაიხსნა

11 ოქტომბერი, 2019 , 13:10

22-23 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილია „აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმი,“ რომელსაც მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 2000-მდე დელეგატი დაესწრება. ფორუმის ორგანიზატორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სა

აბრეშუმის გზის ფორუმზე მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის სამთავრობო და ბიზნესსექტორის 2000 წარმომადგენელს ველოდებით - გენადი არველაძე

11 ოქტომბერი, 2019 , 13:10

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმისადმი არის ძალიან მაღალი ინტერესი როგორც ბიზნესსექტორიდან, ასევე სამთავრობო სექტორიდან. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წელსაც უმასპინძლებს მაღალი რანგის სტუმრებს რეგიონის მეზობელი ქვე

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9633 ლარი გახდა

9 ოქტომბერი, 2019 , 17:35

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9633 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9683 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ