უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

25 მარტი, 2017 12:15
font-size

საქართველოს საკითხი ძალიან აქტიურად დგას გაერო-ს დღის წესრიგში და ის დადგება მომდევნო სესიების განმავლობაშიც - თამარ ჩუგოშვილი

მომდევნო სესიების განმავლობაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო მოისმენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობას და საქართველოს საკითხი მომდევნო სესიების განმავლობაში იქნება ძალიან აქტიურად განხილული გაერო-ს ფორმატში, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა გაერო-ში საქართველოს საკითხზე მიღებული რეზოლუციის შეფასებისას.

როგორც ჩუგოშვილმა საკანონმდებლო ორგანოში დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რეზოლუციაში კიდევ ერთხელ ხაზგასმულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ოკუპირებული ტერიტორიების თემა.

მისივე თქმით, ის მნიშვნელოვანია იმითაც, რომ გაერო აღნიშნავს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანის უფლებების კუთხით მონიტორინგის აუცილებლობას.

,,ეს ნიშნავს იმას, რომ გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს, ადამიანის უფლებათა საკითხებში, დაევალა შეისწავლოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა და შესაბამისი ანგარიში გააცნოს ადამიანის უფლებების საბჭოს მომდევნო სესიებზე.

ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, პირველ რიგში იმიტომ, რომ საქართველოს საკითხი ძალიან აქტიურად დგას გაერო-ს დღის წესრიგში და ის დადგება მომდევნო სესიების განმავლობაშიც. ამ რეზოლუციას აღმოაჩნდა ძალიან დიდი მხარდაჭერა, კერძოდ, 43 წევრის მიერ იქნა სპონსორირებული. ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან ბევრმა ქვეყანამ ჩვენ აღმოგვიჩინა მხარდაჭერა და იზრდება იმ ქვეყნების სია და რიცხვი, რომელიც უერთდება ამ რეზოლუციის სპონსორობას.

ამავე რეზოლუციაში არის ხაზგასმული საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს ხელისუფლების მიერ უზრუნველყოფილი კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხი და ზოგადად საქართველოში დემოკრატიის ხარისხი. ეს ყველაფერი ჩვენ გვაძლევს პირველ რიგში იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ ერთხელ მოვახდინოთ ძალიან დიდი კონსოლიდაცია, ორგანიზება და უზრუნველყოთ მხარდაჭერა სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების”, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიულოცა დიპლომატებს ეს გამარჯვება და აღნიშნა, რომ ამ გამარჯვების უზრუნველყოფაში მათ ძალიან დიდი ძალისხმევა ჩადეს.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 24 მარტს, ქ. ჟენევაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ 34-ე სესიის ფარგლებში მიიღო რეზოლუცია “თანამშრომლობა საქართველოსთან”. საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის თანასპონსორი გახდა 43 სახელმწიფო. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი რეზოლუცია, რომელიც ადამიანის უფლებებზე პასუხისმგებელმა გაერო-ს სპეციალურმა ორგანომ - ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო საქართველოს საკითხზე.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი