უკან

საზოგადოება

30 იანვარი, 2023 19:34
font-size

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სამუშაო წლის გახსნის ცერემონიაში

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ, სასამართლოს სამდივნოს უფროს გიორგი ლომთაძესთან ერთად, ქ. სტრასბურგში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სამუშაო წლის გახსნის ცერემონიაში.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სემინარი თემაზე: „მოსამართლეთა მიერ დემოკრატიის დაცვა ადამიანის უფლებათა დაცვის მეშვეობით“. ღონისძიებას დაესწრნენ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების უმაღლესი ინსტანციის სასამართლოთა თავმჯდომარეები, ასევე, ევროპის საბჭოს მაღალი თანამდებობის პირები.

სემინარის შემდეგ გაიმართა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საზეიმო სხდომა, რა დროსაც დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარე შიოფრა ოლეარიმ და იტალიის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე სილვანა სკიარამ.

ღონისძიების პარალელურად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ შეხვედრები გამართა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარე შიოფრა ოლეარისთან, ასევე მოსამართლე ლადო ჭანტურიასთან და ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩთან, მუდმივ წარმომადგენელთან, თამარ ტალიაშვილთან.

რა შესაძლებლობებია „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში“? - საქართველოს ბანკისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ბენეფიციართა გამოცდილება

27 მარტი, 2023 , 13:41

საქართველოს ბანკი მეწარმე ქალთა ხელშეწყობას აქტიურად აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკი გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და შვედეთის მთავრობასთან პარტნიორობით „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას“ ახორციელებ

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე ოთხი კომპანიის მიმართ მოკვლევა დაიწყო

27 მარტი, 2023 , 13:28

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე ოთხი კომპანიის მიმართ მოკვლევის პროცესი დაიწყო. როგორც კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საკითხი ეხება ქრონიკული და

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედება ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს, ეს არის შედეგი, რითიც ათიათასობით ადამიანი გადარჩა - ირაკლი ღარიბაშვილი

27 მარტი, 2023 , 12:57

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედება, დანერგვა, დაწყება ეკუთვნის ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს და ესაა შედეგი, რითიც ათასობით ადამიანი გადარჩა და ათიათასობით. რომ ყოფილიყო ისე

სინათლის სიჩქარით აღმოჩენებისკენ - საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში სწავლა დაიწყო

27 მარტი, 2023 , 12:11

მიმართულებით (ტექნოლოგიების, ინჟინერიის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები) მოსწავლეებში ინტერესის გაღრმავებისთვის და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდისთვის შექმნილ STEM სკოლაში სწავლა დაიწყო. საქა

ეროვნული ბანკი გიორგი ბრწყინვალეს თემაზე ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო მონეტების რეალიზაციას იწყებს

24 მარტი, 2023 , 19:09

საქართველოს ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების გამოშვებას აგრძელებს „საქართველოს მეფეების“ სერიიდან  და ამჯერად 5 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო მონეტებს მეფე გიორგი ბრწყინვალეს უძღვნის,

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით „მარცხის ისტორიების“ მორიგი ღონისძიება გაიმართა

23 მარტი, 2023 , 17:08

საქართველოს ბანკი სტარტაპების მიმართულებით პროექტების მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით „მარცხის ისტორიების“ მორიგი ღონისძიება, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმარ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი