უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

8 მაისი, 2025 13:27
font-size

საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა აცნობეს საელჩოს, რომ არცერთ სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა, უსაფრთხოების ოფისმა თავისი რეკომენდაცია გააუქმა - აშშ-ის საელჩო

[აშშ-ის] რეგიონული უსაფრთხოების ოფისმა გააუქმა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, საელჩოს თანამშრომლებმა თავი უნდა აარიდონ ამ ადგილებს, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 7 მაისს გვიან ღამით, საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა საელჩოს აცნობეს, რომ განგაშის შეტყობინებაში ნახსენები სამი სავაჭრო ცენტრიდან არცერთში ასაფეთქებელი მოწყობილობები არ აღმოჩნდა.

„7 მაისს აშშ-ის საელჩოს მიერ გაგზავნილი განგაშის შემდეგ, საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გუშინ ღამით აცნობეს საელჩოს, რომ განგაშის შეტყობინებაში ნახსენები სამი სავაჭრო ცენტრიდან არცერთში ასაფეთქებელი მოწყობილობები არ აღმოჩნდა. [აშშ-ის] რეგიონული უსაფრთხოების ოფისმა გააუქმა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, საელჩოს თანამშრომლებმა თავი უნდა აარიდონ ამ ადგილებს“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის საელჩოს ცნობით, თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში აფეთქების საფრთხის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. დასახელდა სავაჭრო ცენტრები - “ისთ ფოინთი", "გალერია თბილისი" და "თბილისი მოლი". აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა. უწყების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის "შესაბამისი დანაყოფები მუშაობენ მორიგ ცრუ შეტყობინებაზე". სუს-მა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომდგენლებს მოუწოდა, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ შესაბამის უწყებებთან შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებისგან.

საკვანძო სიტყვები:

რა დაგხვდებათ საქართველოს ბანკის მობილბანკში − მაისის განახლება

16 მაისი, 2025 , 17:35

საქართველოს ბანკი ინოვაციური პროდუქტების შექმნასა და მის განვითარებაზე მუშაობას აქტიურად განაგრძობს, რათა მომხმარებლებისთვის საბანკო სერვისებით სარგებლობის პროცესი კიდევ უფრო მარტივი და კომფორტული გახადოს.  სწორედ ა

უკრაინაში მებრძოლ ქართველს რუსეთმა 14-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა

16 მაისი, 2025 , 17:30

უკრაინაში მებრძოლ ქართველს, თორნიკე გოგუაძეს რუსეთის სასამართლომ დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.  გოგუაძე საერთაშორისო ძე

გარემოს ეროვნული სააგენტო 18-19 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

16 მაისი, 2025 , 17:22

გარემოს ეროვნული სააგენტო 18-19 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 18-19 მაისს საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 18 მაისის დღის ბოლოდ

PLUS გათამაშება გრძელდება – მოიგეთ 100, 1 000 ან 10 000 ლარი

16 მაისი, 2025 , 15:06

საქართველოს ბანკის PLUS გათამაშება გრძელდება და თუ მასში ახლავე ჩაერთვებით, შესაძლებლობა გექნებათ, გათამაშების ფარგლებში, ნებისმიერი გადახდისას 100, 1 000 ან 10 000 ლარი მოიგოთ. ინფორმაციისთვის, გათამაშება 1 ივნისამდე გრ

Wolt x SOLO - ისარგებლეთ Wolt+ გამოწერის სერვისით უფასოდ 1 წლით

15 მაისი, 2025 , 18:10

SOLO-მ პარტნიორ ფინურ კომპანია ვოლტთან ერთად, მომხმარებლებს სპეციალური შეთავაზება მოუმზადა. აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, SOLO მომხმარებლები Wolt+-ის  1 წლიანი უფასო გამოწერის სერვისით ისარგებლებენ. შეთავაზების გ

15 მაისიდან მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის მატება - გთხოვთ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ მდინარის კალაპოტთან გადაადგილებისას -„ჯივიპი“

15 მაისი, 2025 , 15:57

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაიერის“ ინფორმაციით, 15 მაისიდან მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის ნაკადის მატება, რაც გამოწვეულია მცხეთა-მთიანეთის რაიონში მოსული უხვი ნალექითა და შესაბამისად ჟინვალის წყა