უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 მარტი, 2017 18:30
font-size

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას

„საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებზე და არსებულ გამოწვევებზე, ნიუ-იორკში, გაეროს მაღალი დონის ფორუმზე რამდენიმე პრეზენტაციას წარვადგენთ. ეს არის შესაძლებლობა, რომ შეკრებილ საზოგადოებას გავაცნოთ საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური ჩართულობის და ასევე ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით. განვიხილოთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცა ტრეფიკინგთან ბრძოლის ღონისძიებები და შერჩევითი აბორტის თემატიკა, რაც სქესის ნიშნით შვილობილობის საკითხს მოიცავს“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

13 მარტს, ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში, ქალთა სტატუსის კომისიის 61-ე სხდომა მუშაობას იწყებს. ღონისძიებას საქართველოდან წარმომადგენლობითი დელეგაცია დაესწრება, რომელსაც პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს. გაეროს მაღალი დონის ფორუმზე საქართველოს მხრიდან წარსადგენ საკითხებზე გაეროს წარმომადგენლობის თბილისის ოფისში მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა.

სამუშაო შეხვედრაზე პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერმინისტრის თანაშემწემ, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა იმ მთავარ გზავნილებზე იმსჯელეს, რომლებიც პრეზენტაციების სახით, გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე იქნება წარმოდგენილი.

გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 61-ე სხდომას საქართველოდან პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერმინისტრის თანაშემწე სოფო ჯაფარიძე და ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრება.

საკვანძო სიტყვები:

საზოგადოების ნაწილი გამოჰყავთ და აყენებინებენ მოთხოვნას, არ მინდა ფულთან დაკავშირებით ინფორმაციის ცოდნა, არ მინდა, სუვერენიტეტი იყოს მყარი - ირაკლი კობახიძე

17 აპრილი, 2024 , 18:46

საზოგადოების ნაწილი გამოჰყავთ რუსთაველზე და აყენებინებენ მოთხოვნას, არ გვინდა, გვქონდეს ინფორმაცია, ვინ რაში ხარჯავს ფულსო, აბსურდი და პარადოქსია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობა

კანონპროექტის ოპონენტებს არ აქვთ არგუმენტი, კანონი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას - ირაკლი კობახიძე

17 აპრილი, 2024 , 18:35

საპარლამენტო განხილვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კანონპროექტის ოპონენტებს არ აქვთ არგუმენტი კანონპროექტის წინააღმდეგ, სინამდვილეში კანონი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას, ეს არის სწ

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს

17 აპრილი, 2024 , 15:40

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავებ

ამ პირობებში პარლამენტში ყოფნას ჩემთვის არც პოლიტიკური აზრი და არც მორალური გამართლება გააჩნია - გრიგოლ ვაშაძე

17 აპრილი, 2024 , 14:54

დამოუკიდებელი დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე პარლამენტს ტოვებს. „ბევრ დროს არ წაგართმევთ. კანონპროექტის, რომელსაც დასახასიათებლად რა გეოგრაფიული დეფინიციაც არ უნდა მოუნახო რუსეთიდან ზიმბაბვემდე, არსებობას და მით

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 83 ხმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო

17 აპრილი, 2024 , 14:33

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 83 ხმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დარბაზი კენჭისყრამდე, სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ დატოვეს. „უცხოური გავ

`საქართველოსთვის` დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს

17 აპრილი, 2024 , 13:30

"საქართველოსთვის" დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად, სხდომათა დარბაზი დატოვეს, სადაც ამ წუთებში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს:  "თქვენ ხართ ადამია

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი