უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

23 მაისი, 2019 12:15
font-size

საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული სერბეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს შეხვდა

სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ილია კობერიძე სერბეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს მარკო კადეზს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი და სხვა. აღინიშნა ქვეყნებს შორის სავაჭრო ბარიერების შემსუბუქებისა და პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის მნიშვნელობა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს თბილისში დაგეგმილი საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკის სამთავრობო ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომისა და ქართულ-სერბული მეორე ბიზნეს-ფორუმის გამართვის მნიშვნელობას. გამოითქვა მზადყოფნა გაღრმავდეს თანამშრომლობა სერბეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და საქართველოს შესაბამის უწყებებს შორის, რათა მოხდეს ორი ქვეყნის ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებს შორის აქტიური კონტაქტების დამყარება.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება უმნიშვნელოვანესია ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისათვის - ეკატერინე მიქაბაძე

15 ივნისი, 2019 , 14:31

„ქალთა ეკონომიკური გაძლიერება უმნიშვნელოვანესია ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისათვის. ეკონომიკური მოდელი, სადაც საზოგადოების ყველა წევრს თანაბარი შესაძლებლობები და არადისკრიმინაციული წვდომა ექნება იმ სარგებელზე

შპს `ზიქსიფეის` საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია გაუუქმდა

14 ივნისი, 2019 , 15:13

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ მესტვირიშვილის 2019 წლის 06 ივნისის N43 განკარგულების საფუძველზე, შპს "ზიქსიფეის" (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404551150) საგადახდო მომსახურების პროვაიდე

საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა

14 ივნისი, 2019 , 14:58

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 145.8 მლნ აშშ დოლარი (400.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.8 პროცენტით (15.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2018 წლი

თბილისში ღვინის მე-11 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

14 ივნისი, 2019 , 11:51

თბილისში გამართულ ღვინის მე-11 საერთაშორისო კონკურსზე International Wine Competition ოქროს მედალი 26-მა ღვინომ დაიმსახურა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამასთან ერთად, ვერცხლის მედლით 52 და ბრინჯაოს მედლით 133 ღ

შემოსავლების სამსახურის უფროსი ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

13 ივნისი, 2019 , 12:55

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა და ასოციაციის წევრებს საგადასახადო სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. ამის შესახებ &b

ჩვენი და აშშ-ის მთავრობის ხედვა ანაკლიის პროექტის შესახებ ერთმანეთის იდენტურია - ნათია თურნავა

13 ივნისი, 2019 , 12:02

ანაკლიის პროექტი სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ბუნებრივია, რომ მასზე გაამახვილა ყურადღება ისეთმა მაღალი რანგის თანამდებობის პირმა, როგორიცაა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, - განაცხადა აშშ-ში ვიზიტით მყოფმა ეკონომ

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!