უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

11 მაისი, 2018 15:40
font-size

საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე პოლიციელები იმავე უფლებით უნდა აღიჭურვონ, რომელიც შენგენის ზონაში მესაზღვრე პოლიციელებს აქვთ - არჩილ თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განმარტა, უვიზო მიმოსვლაზე რა დამატებითი რეგულაციები დაწესდება. სწორედ თალაკვაძეა იმ კანონპროექტის ერთ-ერთი თანაავტორი, რომელიც ეხება ვიზალიბერალიზაციის რეგულაციებს.

დეპუტატის თქმით, ახალი რეგულაციებით საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე პოლიციელები შენგენის ზონაში მომუშავე კოლეგების მსგავსი უფლებებით იხელმძღვანელებენ.

„ვიზალიბერალიზაციის რეგულაციებთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის მთავარი მიზანია, საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე პოლიციელები იმავე უფლებით აღიჭურვონ, რომელიც შენგენის ზონაში მესაზღვრე პოლიციელებს აქვთ.

თუ მოქალაქეს ვალიდური დოკუმენტი არ აქვს, რომელიც გამგზავრების მომენტიდან მინიმუმ სამი თვე ქმედითი არ არის, ასევე წამსვლელი მოქალაქე ვერ ასაბუთებს, სად მიდის და უკან როდის ბრუნდება, ამ შემთხვევაში, პოლიციელი აღიჭურვება შეჩერების უფლებით, რაც ევროკავშირში მესაზღვრე-პოლიციელსაც აქვს“, – თქვა თალაკვაძემ.

რაც შეეხება კანონპროექტის იმ ნაწილს, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან უკანონო გადაყვანა დასჯადი გახდება, თალაკვაძემ განაცხადა, რომ ეს ცვლილება ემიგრანტ თანამოქალაქეებს არ ეხება.

„რაც შეეხება სისხლის სამართლის ნაწილს, ეს ცვლილებები ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს არ ეხებათ. შესაბამისად, ჩანაწერი, რომელმაც სხვადასხვა ინტერპრეტაციები გამოიწვია და საზღვარგარეთ ჩვენს თანამოქალაქეთა წესების დარღვევით ყოფნის ხელშეწყობას ეხება, მთლიანად ამოღებული იქნება და მეორე მოსმენაზე გადამუშავებულ ვერსიას წარვადგენთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით მსჯელობენ, თუ როგორ უნდა დაადასტუროს საქართველოს მოქალაქემ, რომ სამშობლოში დაბრუნდება.

„ჯერ კიდევ ვმსჯელობთ კრიტერიუმებზე, როგორ უნდა დაასაბუთოს საქართველოს მოქალაქემ, რომ სამშობლოში დაბრუნდება.კომიტეტზე შემოთავაზება იყო სამგზავრო ბილეთთან დაკავშირებით, რომ საქართველოში დაბრუნების დასადასტურებლად ბილეთი, შესაძლოა, ერთადერთი აუცილებელი დოკუმენტი არ იყოს. რა დოკუმენტები შეიძლება დაემატოს აუცილებლად წარსადგენი საბუთების ჩამონათვალს, ამაზე მსჯელობას ვაგრძელებთ“, – თქვა თალაკვაძემ.

უვიზო მიმოსვლის რეგულაციებთან დაკავშირებული კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას სისხლის სამართლის კოდექსსა და „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონში. ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტმა პირველი მოსმენით დოკუემენტს მხარი უკვე დაუჭირა. აღნიშნული კანონპროექტი უვიზო მიმოსვლის არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის გამოყენების პრევენციისთვისაა შემუშავებული.

„ქართული ოცნების” საარჩევნო სიისა და მაჟორიტარობის კანდიდატების შესახებ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი - კახა კალაძე

23 მაისი, 2020 , 16:32

რაც შეეხება საარჩევნო სიას, თუ ვინ იქნება წარმოდგენილი საარჩევნო სიაში, ვინ იქნება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ეს უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების&r

საქართველოს პრეზიდენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ` კანონში და ,,სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებებს ხელი მოაწერა

22 მაისი, 2020 , 22:12

საქართველოს პრეზიდენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებებსა და ,,სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებებს ხელი მოაწერა. პრეზიდენტის განმარტებით, აუცილებელია საგანგებო მდგომარეობი

მთავრობას 15 ივლისამდე შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება

22 მაისი, 2020 , 19:46

საქართველოს პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კერძოდ, რეგისტრაცია გაიარა 94-მა დეპუტატმა, ცვლილებებს მხარი დაუჭირა 81-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არც ერთი

დავით ჭიჭინაძე გახარიას -“ რა დაგიშავა ამ ქვეყანამ?!”

22 მაისი, 2020 , 17:53

„რა დაგიშავა ამ ქვეყანამ?!” - ამ კითხვით მიმართავს პოლიტიკური მოძრაობა, „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე პრემიერ გიორგი გახარიას. ჭიჭინაძის თქმით, როდესაც გიორგი გახარია ბიზნესომბუდსმენი იყო, ბიზ

ნატოში ელჩი ვიქტორ დოლიძე გახდება, ჟენევაში – ალექსანდრე მაისურაძე

22 მაისი, 2020 , 17:49

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ნატო-სა და ჟენევაში ელჩები იცვლება. ამის შესახებ ზალკალიანმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჟენევაში საქართველოს ელ

ვიმედოვნებ, რვა მარტის შეთანხმება სრულად შესრულდება - გერმანიის ელჩი

22 მაისი, 2020 , 17:06

გერმანიის ელჩი საქართველოში, რვა მარტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე საუბრობს. ამბობს, რომ დოკუმენტში ყველაფერი გასაგებად წერია და დიპლომატების ვალდებულება არ არის საჯაროდ განიხილონ დეტალები. „მინდა გითხრათ