უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

23 აპრილი, 2018 17:50
font-size

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018-ის თბილისის საქალაქო თამაშები დაიწყო

21 აპრილიდან, საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018-ის თბილისის საქალაქო თამაშები დაიწყო.

ოლიმპიადის თამაშები, 21 აპრილიდან 19 მაისამდე გაიმართება ოთხ სახეობაში - 3x3 კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ბადმინტონსა და მძლეოსნურ გეზრბენში.

21 აპრილს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკვე ჩატარდა შეჯიბრი მძლეოსნურ გეზრბენში და ოლიმპიადის თბილისის თამაშების პირველი გამარჯვებულებიც გამოვლინდა. ესენია ქ.თბილისის #37 საჯარო სკოლის ვაჟთა და ქ.თბილისის #120 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდები.

გამარჯვებულები მედლებით თბილისის ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ილურიძემ და ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენელმა ნანა ცინდელიანმა დააჯილდოვეს.

ოლიმპიადის თბილისის თამაშების ორგანიზატორები არიან თბილისის ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ფედერაცია და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური. საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გენერალური სპონსორია ვითიბი ბანკი.

შემდეგი ეტაპია ზონალური თამაშები, რომელიც მაისში გაიმართება, ხოლო ივნისის თვეში ოლიმპიადის ფინალური თამაშები სპორტის სხვადასხვა სახეობაში საქართველოს ჩემპიონებს გამოავლენს.

ფინალისტები, რომლებიც მოიპოვებენ 2018 წლის ჩემპიონის სტატუსს, მომავალ წელს 2019 წლის ჩემპიონებს სუპერფინალში შეხვდებიან, სადაც 2020 წელს მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატში სპორტის სხვადასხვა სახეობაში მონაწილეობის მისაღებად საგზურის მფლობელებს გამოავლენენ.

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პარალელურად, 2016-2017 წლის გამარჯვებულები ISF მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატის შეჯიბრებში აგრძელებენ ასპარეზობას.

ISF მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატში საქართველო უკვე მესამედ მონაწილეობს.

“La Gazzetta Dello Sport” უკვე ქართულ მედიასივრცეშია

1 თებერვალი, 2024 , 15:01

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული იტალიური სპორტული მედიაპლატფორმა „La Gazzetta Dello Sport“ უკვე საქართველოშია. მისი ქართული ვერსიის - „La Gazzetto Dello Sport  Georgia“-ს ოფიციალური წ

სახელოვანი ვიოლონჩელისტი იან მაკსინი საქართველოში კონცერტებს მართავს

29 იანვარი, 2024 , 17:02

საქართველოში ცნობილი ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი და მრავალენოვანი ამერიკელი ვოკალისტი იან მაკსინი იმყოფება. იგი ჩვენს ქვეყანას ახალი ალბომის -- “Amor Renauts”-ის გამოშვებისადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებ

საქართველოდან სიყვარულით სავსე გულით მივდივარ - ალ ბანო

27 ნოემბერი, 2023 , 11:27

"იტალიელები ქართველებს ძალიან ჰგვანებიან. განსხვავებული მხოლოდ ენაა. მაგრამ ჭიქა ღვინოსთან ენაც ქრება და მხოლოდ გული რჩება", -ასე მიესალმა ლეგენდარული იტალიელი მომღერალი ალ ბანო კარიზი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შე

თბილისი ლეგენდარული ალ ბანოს პირველ სოლო კონცერტს უმასპინძლებს

24 ნოემბერი, 2023 , 12:38

24 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული იტალიელი მომღერლის, ალ ბანოს პირველი სოლო კონცერტი გაიმართება. მუსიკოსი საქართველოს საქველმოქმედო ფონდ "ცხოვრება მშვენიერიას" მოწვევით სტუმრობს. როგორც მომღერალმა

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი