უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

7 სექტემბერი, 2018 13:24
font-size

საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მიერ მომზადებული ანგარიში, შესაძლოა, გამკაცრდეს

საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მიერ მომზადებული ანგარიში, შესაძლოა, გამკაცრდეს, რადგან მას ორი კრიტიკული ჩანაწერი დაემატება, რომლებიც ეხება ხელისუფლების ზეწოლას „რუსთავი 2“-ზე და ბიძინა ივანიშვილი არაფორმალურ მმართველობას.

სავარაუდოდ, ანგარიშის ბოლო ვერსიას კიდევ ერთ შენიშვნას დაუმატებენ, რომელიც ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს არარსებობასა და მართლმსაჯულების კრიზისს უკავშირდება.

დოკუმენტის საბოლოო რედაქცია ევროპარლამენტმა რამდენიმე საათში უნდა მიიღოს.

ანგარიშის საბოლოო რედაქციის მიღებამდე ევროპარლამენტარებს საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები ხვდებოდნენ.

„საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ყოველთვის, როდესაც არღვევს სწორედ იმ ვალდებულებებს, რომლებიც აღებული აქვს დემოკრატიული სისტემის შექმნის თვალსაზრისით, როგორც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერ მხარეს, ის ამით საფრთხე შეუქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს.

სწორედ ამიტომ, ბევრი შეკითხვა არსებობს და ბევრი შესწორებები შედის ამ ანგარიშში“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ პასუხი უნდა გასცეს მთავარ შეკითხვას, რატომ არის რადიკალური პრორუსული პარტიის სახე ანდრეი მამიკინსი „ქართული ოცნების“ მთავარი მოკავშირე ევროპარლამენტში.
ევროპარლამენტარი მამიკინსის განცხადებით, მას ორი დახურული შეხვედრა ექნება მთავარ მომხსენებლებთან. მისი ვარაუდით, ანგარიშთან დაკავშირებით ოქტომბერში დებატები გაიმართება, რის შემდეგაც ევროპარლამენტარები ანგარიშს კენჭს უყრიან.

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

11 აპრილი, 2024 , 13:17

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზ

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი