უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

8 სექტემბერი, 2017 16:25
font-size

საქართველოს შეუძლია აღმოსავლეთის და დასავლეთის, ასევე, სამხრეთის და ჩრდილოეთის კორიდორებზე შეასრულოს პრინციპულად მნიშვნელოვანი ფუნქცია - გიორგი გახარია

,,ევროპა-აზიის ინტეგრირებული სატრანსპორტო კორიდორი“- ამ სახელწოდების რიგით მეორე მაღალი დონის, საერთაშორისო სატრანსპორტო კონფერენცია გაიმართა უკრაინის ქალაქ ოდესაში. ქართულ დელეგაციას უკრაინაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის მიზანი ევროპისა და აზიის მიმართულებით სატრანსპორტო კავშირების კონკურენტული უპირატესობების შექმნა იყო.

ღონისძიება უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გროისმანმა გახსნა. კონფერენციაზე სიტყვით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია გამოვიდა.

გიორგი გახარიას განცხადებით, მაღალი დონის ფორუმის მსჯელობის ძირითადი თემა იყო სატრანზიტო დერეფნები, კავშირი ქვეყნებსა და მათ ეკონომიკებს შორის. ფორუმზე აგრეთვე ისაუბრეს იმ კორიდორზე, რომელიც ჩინეთის დიდ ბაზარს ევროკავშირის დიდ ბაზართან დააკავშირებს.

საერთაშორისო სატრანსპორტო კონფერენციაში მონაწილეობა საქართველოსა და უკრაინასთან ერთად, რუმინეთის, ბულგარეთის, აზერბაიჯანის, ყახაზეთის, პოლონეთის, ლიტვის, ჩინეთის სამთავრობო დელეგაციებმა და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლებმა მიიღეს.

ღონისძიებაში საქართველოს მხრიდან სამთავრობო დელეგაციის გარდა, საქართველოს რკინიგზის, ბათუმის პორტისა და ბათუმის საკონტეინერო ტერმინალის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ფორუმის ფარგლებში პრეზენტაცია გამართა „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელმა მამუკა ბახტაძემ.

,,ეს ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. ჩვენ აქ ვიმსჯელეთ საქართველოს როლზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ა ამას ყველა მხარე ეთანხმება. საქართველოს აქვს კარიბჭის როლი, რომელსაც შეუძლია აღმოსავლეთის და დასავლეთის, ასევე, სამხრეთის და ჩრდილოეთის კორიდორებზე შეასრულოს პრინციპულად მნიშვნელოვანი ფუნქცია. ამიტომ ვართ ჩვენ ყოველთვის წარმოდგენილი მსგავს ფორუმებზე და ვცდილობთ, მაქსიმალურად დავაკონვერტიროთ ეს კონკრეტულ შედეგებში, ისეთ შედეგებში, როგორიც არის ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი რკინიგზა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და ა.შ.-‘’აღნიშნა გიორგი გახარიამ.

კონფერენციის ფარგლებში, უკრაინის პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით, პლენარული სხდომა გაიმართა. სხდომის თემები ევროპისა და აზიის ინტეგრირებული სატრანსპორტო დერეფნების განვითარების მიზნით მონაწილე ქვეყნების სატრანსპორტო პოლიტიკის ჰარმონიზაცია და ევროპა-აზიის მიმართულებით სატრანსპორტო ნაკადების ფორმირება იყო.

კრაკოვი - ახალი მიმართულება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან

21 ნოემბერი, 2018 , 16:25

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით ახალი მიმართულებების დამატებაზე მუდმივად მუშაობს. 2019 წლის 18 სექტემბ

საფინანსო ბაზრის მონაწილეები, ეროვნულ ბანკთან ერთად, ხაზინების პროფესიულ ასოციაციას ქმნიან

21 ნოემბერი, 2018 , 12:15

საფინანსო ბაზრის განვითარებისათვის, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. კომერციული ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სახაზინო სამსახურებმა ფინანსური ბაზრების ხაზინების პროფესიული ასოციაცია დააფუძნეს, რომლის

საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა

21 ნოემბერი, 2018 , 12:15

მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე, 2018 წლის 20 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით, ნავთობის ფასი შემცირდა. ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe) Brent ტიპის ნავთობ

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

21 ნოემბერი, 2018 , 09:00

20 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6741 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6593 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0, 0148 თეთრი შეადგინა.  გამ

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

20 ნოემბერი, 2018 , 17:35

20 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6741 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6593 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0, 0148 თეთრი შეადგინა.  გამყ

სებ-მა უნდა განაგრძოს მუშაობა მოქნილი გაცვლითი კურსის რეჟიმის პირობებში - საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი

20 ნოემბერი, 2018 , 15:10

მნიშვნელოვანია, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძოს მუშაობა მოქნილი გაცვლითი კურსის რეჟიმის პირობებში, რომელიც საქართველოს ეხმარება, წარმატებით გაუმკლავდეს საგარეო შოკებს, – განაცხადა საქართველოში საერთაშორისო ს

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`