უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

17 მაისი, 2019 16:39
font-size

საქართველოს სიმდიდრე არის მთა და ის ხალხი, რომელიც ამ მთას ამაგრებს - მამუკა ბახტაძე

საქართველოს სიმდიდრე არის მთა და ის ხალხი, რომელიც ამ მთას ამაგრებს, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომის მოსახლეობას, რომელსაც დღეს შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ზემო აჭარის განსაკუთრებულ დატვირთვას და აღნიშნა, რომ ყველაზე უკეთ სწორედ იქ იგრძნობა სახელმწიფოს ძლიერება, სახელმწიფოებრივი და პატრიოტული აზროვნება.

„ჩემთვის ზემო აჭარაში სტუმრობა ყოველთვის განსაკუთრებით ემოციურია. აქ ძალიან მაგარი ხალხი ცხოვრობს. ვიცი, რომ ძალიან ბევრი პრობლემებია საქართველოს მთაში, ყველგან, მაგრამ მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ, რომ საქართველოს მთა შეუნარჩუნეთ. მთაზე დიდი სიმდიდრე ჩვენ არ გვაქვს. ამის ილუზია არავის არ ჰქონდეს. საქართველოს სიმდიდრე არის მთა და ის ხალხი, რომელიც ამ მთას ამაგრებს“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივებს.

მამუკა ბახტაძე მოსახლეობას აჭარის რეგიონში დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებზეც ესაუბრა. მთავრობის მეთაურის დავალებით, ღორჯომში მაღალი ხარისხის სამედიცინო პუნქტის მშენებლობა წელსვე დაიწყება.

„ჩვენ ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებზეც ათწლეულების განმავლობაში საუბრობდნენ, ან იწყებდნენ და არ აკეთებდნენ. ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. მშენებარე გზა, რომელსაც უმოკლეს ვადაში დავასრულებთ, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც თითოეული თქვენგანისთვის, ასევე ეს არის სტრატეგიული და ეროვნული მნიშვნელობის გზა საქართველოსთვის. ის ახალ სიცოცხლესა და ენერგიას შემოიტანს ამ ულამაზეს კუთხეში”, - განაცხადა პრემიერმა.
ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეხვედრისას, პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ეროვნული იდეის - განათლების მნიშვნელობას და განაცხადა, რომ მაღალმთიან აჭარაში, ისევე, როგორც საქართველოს ყველა რეგიონში ახალი, თანამედროვე სკოლები, საბავშვო ბაღები და პროფესიული სასწავლებლები აშენდება.
„ჩვენი ბავშვები, ჩვენი მომავალი თაობა არის ყველაზე დიდი სიმდიდრე. იცით ჩემი დამოკიდებულება განათლების მიმართ. ჩვენ ძალიან ნიჭიერი ბავშვები გვყავს. გპირდებით, საქართველოში ყველგან და პირველ რიგში თქვენს კუთხეში იქნება ყველაზე მაგარი სკოლები და ბაღები, რაც დღეს აქ პრობლემაა და ამას აუცილებლად მოვაგვარებთ. გაიხსნება ყველაზე მაგარი პროფესიული სასწავლებლები, სადაც თქვენი შვილები და მომავალი თაობები საუკეთესო განათლებას მიიღებენ, რადგან თქვენ ხართ ხალხი, რომელსაც წიგნი და შრომა ყველაზე მეტად უყვარს. ამისთვის დიდ მადლობას გიხდით”, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივებს.

მთავრობის მეთაურისა და მოსახლეობის შეხვედრა ღორჯომის ბიბლიოთეკაში გაიმართა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული ხუთივე პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

21 სექტემბერი, 2019 , 16:43

ბათუმის საქალაქო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული ხუთივე პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გირაოს თანხა თითოეულ ბრალდებულზე 25 ათას ლარს შეადგენს. პროკურატურა მათ წინასწარ პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა. შე

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაღაზია ”ზუმერის” გაქურდვის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ორი პირი

21 სექტემბერი, 2019 , 11:25

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით

პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყების შესახებ პროკურატურის გადაწყვეტილებას მიესალმება

20 სექტემბერი, 2019 , 15:10

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას მიესალმება. ამის შესახებ ადმინისტრაციის განცხადებაშია

გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

20 სექტემბერი, 2019 , 15:03

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც გენერალური პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძ

ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლო პროცესს პროტესტის ნიშნად არ ესწრება

19 სექტემბერი, 2019 , 17:05

თბილისის საქალაქო სასამართლოში, "გამარჯვებული საქართველო"-ს ლიდერის და მასთან ერთად დაკავებული 2 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ირაკლი ოქრუაშვილი პროცესს პროტესტის ნიშნად არ ესწრება. როგორც სხდომის დაწყების წინ,

სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა

19 სექტემბერი, 2019 , 17:05

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისის აქციების მოვლენების გამო დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილი, თორნიკე დათაშვილი და გიორგი ჯავახიშვილი პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, სადაც აღკვეთის ღონისძიების გად

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს