უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 ივნისი, 2019 20:52
font-size

საქართველოს სურს, გახდეს გლობალური ბაზრების სრულუფლებიანი წევრი და ეფექტურად იყოს ინტეგრირებული გლობალურ ეკონომიკაში - მამუკა ბახტაძე

ჩემი ხელმძღვანელობის პირობებში გაბედული ნაბიჯები იდგმება სახელმწიფო ბიუჯეტის 25 პროცენტის გამოსაყოფად განათლებისა და ადამიანური კაპიტალისთვის, რათა მეტი წარმატების საშუალება მივცეთ ჩვენს ხალხს დღევანდელ და სამომავლო ეკონომიკურ რეალობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მესამე წლიური კონფერენციის გახსნისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა საქართველოს მოწინავე პოზიციებზე სხვადასხვა მიმართულებით და იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ქვეყანა ინვესტორებს სთავაზობს.

“ჩვენ ვისწრაფვით ოქროს სტანდარტის დამკვიდრებისკენ ბიზნესის კეთების სიმარტივის და იურიდიული ჩარჩოს გამჭვირვალობის სახით. ინვესტიციები იქ ხორციელდება, სადაც ყველაზე ცოტა ბარიერია. დღეს საქართველო მე-3 ადგილზეა საგადასახადო განაკვეთებისა და სახეობების სიმცირით, მე-7 ადგილზეა ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით, მე-8 ადგილზეა სახელმწიფო რეგულირების ტვირთის შემსუბუქების კუთხით და ევროპის პირველ ოცეულში ვართ სამართლის უზენაესობის მიმართულებით. როგორც მოგეხსენებათ, ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით მე-6 ადგილზე ვართ. კორუფციის წინააღმდეგ ჩვენი წარმატებული ძალისხმევა ყველასთვის კარგადაა ცნობილი. საქართველო ჩამოყალიბდა თავისუფალ საბაზრო ეკონომიკად დემოკრატიული მმართველობისა და სამართლის უზენაესობის პირობებში. საქართველოს სურს, გახდეს გლობალური ბაზრების სრულუფლებიანი მონაწილე და წევრი. ჩვენი სურვილია საქართველოს ყველაზე ეფექტურად ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში. ჩვენი სტრატეგია გულისხმობს საქართველოს გადაქცევას საერთაშორისო ბიზნესის, ლოგისტიკის, ტურიზმის, განათლებისა და ინოვაციების რეგიონულ ცენტრად. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები გვაქვს გაფორმებული საკვანძო ეკონომიკურ სივრცეებთან. განსაკუთრებით მსიამოვნებს, რომ ველით ეკონომიკური თანამშრომლობის გაზრდას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ძალიან მახარებს საქართველოში მოქმედი ამერიკული კომპანიების გაზრდილი რაოდენობა. ჩვენი მიზანია, გავზარდოთ ვაჭრობა ჩვენს ორ ქვეყანას შორის და ხელი შევუწყოთ ამერიკული კომპანიების გაზრდილ საქმიანობას სამყაროს ჩვენს ნაწილში, რაც ყველაზე სწრაფად მზარდ სამომხმარებლო ბაზრად მიიჩნევა”,- აღნიშნა პრემიერმა.

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი