უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

8 აპრილი, 2020 17:25
font-size

საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაში რჩებიან

საქართველოს თავდაცვის ძალებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ყაზარმული მდგომარეობა გრძელდება, – ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყველა სამხედრო ნაწილში უსაფრთხოების უმაღლესი ნორმები მოქმედებს, ამ დრომდე შეზღუდულია ქვედანაყოფებში შესვლა და გამოსვლა. თავდაცვის ძალები საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებით გათვალისწინებული წესებით ხელმძღვანელობენ. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით ყოველდღიურად მუშავდება საცხოვრებელი ყაზარმები, სასადილოები და სველი წერტილები.

„ეპიდემიის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, გადაადგილების კონტროლის პუნქტების მორიგეობიდან დაბრუნებული სამხედრო მოსამსახურეები დისლოკაციის ადგილებზე შესვლამდე მუდმივ რეჟიმში გადიან თერმოსკრინინგს, უტარდებათ ფორმისა და აღჭურვილობის დეზინფექცია, შემდეგ კი, ურიგდებათ ხელთათმანები და პირბადეები. ქვედანაყოფებში შესვლამდე სპეციალური ხსნარებით დეკონტამინაცია უტარდება სამხედრო სატრანსპორტო საშუალებებსაც.

საქართველოს ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადების დღიდან სამხედრო მოსამსახურეები 24-საათიანი გრაფიკით ქვეყნის მასშტაბით მოწყობილ საგუშაგოებზე მორიგეობენ. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობამ ბლოკპოსტებიდან დაბრუნებულ სამხედრო მოსამსახურეებს ნაწილებში დასვენებისა და განტვირთვისთვის ყველა პირობა შეუქმნა. თავისუფალ დროს მათ მაგიდის ჩოგბურთითა და კომპიუტერული თამაშებით სარგებლობაც შეუძლიათ“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

უწყების ცნობით, გადაადგილების კონტროლის პუნქტზე ამოცანის შესრულებამდე სამხედრო მოსამსახურეებს დისლოკაციის ადგილზე ყოველდღე უტარდებათ სპეციალური ინსტრუქტაჟი. სამხედრო ნაწილის დატოვებამდე კიდევ ერთხელ მოწმდება მათი ეკიპირებაც. შემდეგ კი, ჯარისკაცები გადაადგილების კონტროლის პუნქტებზე ინაცვლებენ და სამართალდამცავებთან ერთად იწყებენ ავტოსატრანსპორტო მოძრაობის კონტროლსა და დეზინფექციას, მგზავრებს კი ჯანმრთელობის პირველად შემოწმებას უტარებენ.

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი