უკან

საზოგადოება

16 იანვარი, 2020 15:36
font-size

საქართველოს თავდაცვის ძალებში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ახალი სტანდარტები დაწესდა

თავდაცვის სამინისტროში თანამედროვე სტანდარტები მკვიდრდება. ევროპული სტანდარტები ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გავრცელდება. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ახალი სტანდარტების დადგენის მიზნით თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

ირაკლი ღარიბაშვილი სამხედრო ბაზას მის მოადგილესთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად ესტუმრა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ახლად შექმნილი „სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტისგან“ ინფრასტრუქტურული სტანდარტების გაუმჯობესების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით შექმნილი ხარისხის კონტროლის ახალი სტრუქტურული ერთეული პასუხისმგებელია თავდაცვის ძალებში ნატოსთან თავსებადი კოდიფიკაციისა და სტანდარტიზაციის სისტემის განვითარებაზე. დეპარტამენტის ფუნქციებში ასევე შედის ინფრასტრუქტურული სამუშაოების ზედამხედველობა და ყველა ტიპის მომსახურების ხარისხის კონტროლი. თავდაცვის მინისტრის განახლებული სოციალური პოლიტიკა სამხედრო მოსამსახურეების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. სამინისტროში ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რომელიც ყველა ყაზარმისა და სასადილოს სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

სამხედრო მოსამსახურეებისთვის შენდება დასავლური სტანდარტების სპორტული ინფრასტრუქტურა, ღია და დახურულ სივრცეებში მოწყობილი მულტიფუნქციური სტადიონები და სატრენაჟორო დარბაზები. ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 2019 წელთან შედარებით 2020 წელს ოთხჯერ მეტი - 100 მლნ ლარი დაიხარჯება, რაც თვისობრივად გააუმჯობესებს და ნატოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტს გაუთანაბრებს ქართული ჯარის ინფრასტრუქტურას.

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

ოტო მოტორსი ფართოვდება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

16 აპრილი, 2024 , 16:33

საქართველოს ბანკი, ბიზნესების გაძლიერებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ოტო მოტორსი წეროვანში სასაწყობე სივრცეს აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარია, სა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი