უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 მარტი, 2019 16:40
font-size

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ესტონელ გენერალს შეხვდა

საქართველოსა და ესტონეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები განხილვის მთავარი თემა იყო თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასა და ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაურ გენერალ-მაიორ მარტინ ჰარემს შორის გამართულ შეხვედრაზე.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა სამხედრო სფეროში ურთიერთობის დინამიკაზე გაამახვილეს ყურადღება, რაც მაღალი დონის ვიზიტებით, ეროვნული გვარდიის შესაძლებლობების განვითარებით, ესტონეთისა და საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის პარტნიორობით, კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობითა და მრავალეროვნულ სწავლებებში ერთობლივი მონაწილეობით გამოიხატება.

„ლევან იზორიამ ხაზგასმით აღნიშნა ესტონეთის მხარის ჩართულობა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრში (JTEC) მიმდინარე ნატო-საქართველოს სწავლებაში და იმედი გამოთქვა, რომ ესტონელი სამხედროები საქართველოში დაგეგმილ სხვა მნიშვნელოვან სწავლებებშიც მიიღებენ მონაწილეობას.

მინისტრმა ესტონეთის მთავრობის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების ურყევი მხარდაჭერისთვის სტუმარს მადლობა გადაუხადა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში ესტონელი დამკვირვებლების როლზე გაამახვილა ყურადღება.

ესტონელ გენერალთან შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრი ნატო-სთან თანამშრომლობის საკითხებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველო თავდაცვის სფეროს ტრანსფორმაციას ნატო-ს შეკავების პოლიტიკის შესაბამისად განაგრძობს, რაც მიზნად ისახავს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, ნატო-სთან ურთიერთთავსებადობის გაზრდას და საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საბოლოო გაწევრიანებას“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს - ვგმობთ „ბორდერიზაციის“ პროცესის გაგრძელებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ლიეტუვის პრეზიდენტი

22 აგვისტო, 2019 , 17:43

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის რესპუბლიკის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას შეხვდა. შეხვედრისას გიტანას ნაუსედამ საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა ლიეტუვას მხარდაჭერა და აღნიშნა

სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტს შეხვდა

22 აგვისტო, 2019 , 16:38

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი ლიეტუვაში დაიწყო. ვილნიუსში, პრეზიდენტის რეზიდენციაში სალომე ზურაბიშვილს ლიეტუველმა კოლეგამ, გიტანას ნაუსედამ უმასპინძლა. პირისპირ შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტები

საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერად ოთარ დანელიას განიხილავს

22 აგვისტო, 2019 , 15:05

„ოცნების“ საპარლამენტო კულუარებში პრემიერობის ახალი კანდიდატი განიხილება. კერძოდ, არსბეობს იმის ალბათობა, რომ მამუკა ბახტაძის გადადგმის შემთხვევაში, უმრავლესობამ მმართველი გუნდის რამდენიმეკაციან „სტაფს&

საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

22 აგვისტო, 2019 , 14:15

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან დიეგო კოლასთან, რომელმაც მას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. დავით ზალკალი

პრეზიდენტი ლიეტუვაში მიემგზავრება

22 აგვისტო, 2019 , 10:42

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ლიეტუვას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა ლიეტვუას პრეზიდენტთან გიტანას ნაუსედასთან. ზურაბიშვილი ასევე სიტყვით გამოვა პრეზიდენტ ვალდას ადამკუსის ყოველწლიური კო

ოკუპაცია არის გამოწვევა, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს და ის დაიძლევა ერთსულოვნებით და კონსოლიდაციით -მამუკა ბახტაძე

21 აგვისტო, 2019 , 21:45

ჩვენთვის ოკუპაცია არის ყველაზე მტკივნეული გამოწვევა, ეს არის საკითხი, რომელიც თითოეულ საქართველოს მოქალაქეს უნდა გვაერთიანებდეს, მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკური შეხედულებები გვაქვს ჩვენ, - ამის შესახებ საქართველოს პრე

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს