უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

16 ნოემბერი, 2016 15:20
font-size

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ადმირალ მანფრედ ნილსონს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გერმანიის მოკავშირეთა ძალების ტრანსფორმაციის უმაღლესი სარდლლის მოადგილეს ადმირალ მანფრედ ნილსონს შეხვდა. „ნატო-საქართველოს სწავლება 2016“-ის ფარგლებში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ დაესწრნენ.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უწყებაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მიმდინარე „ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ საკითხები განიხილეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოში სწავლების ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და გერმანიის მოკავშირეთა ძალების ტრანსფორმაციის უმაღლესი სარდლობას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ რიგით უკვე მეორე, საერთაშორისო წვრთნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს განავითარონ პროფესიული უნარ-ჩვევები.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) გამართული საერთაშორისო წვრთნა ნატოს სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს და საქართველო მჭიდროდ გააგრძელებს ACT („მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის”) თანამშრომლობას სხვადასხვა ტრენინგებისა თუ საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში.

„საქართველოში უკვე ერთი კვირაა მიმდინარეობს ნატო-საქართველოს წვრთნები. ჩვენ ამ წვრთნების ფარგლებში ნატოს ადმირლს, ასევე პოლონეთისა და ლიტვის გენშტაბის უფროსებს ვუმასპინძლეთ. თავად ეს წვრთნები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. პრაქტიკულად პირველად ნატოს ისტორიაში ეს წვრთნები აისახა ნატოს რეგულარული წვრთნების ციკლში. პირველად მასპინძლობს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს არის ნატო საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში უკვე მეორე საერთაშორისო წვრთნა. მინდა ჩვენი კოლეგების პირველადი შტაბეჭდილებები გაგიზიაროთ, რომ წვრთნები ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის ნატოს ღირსეული პარტიორია და ბუნებრივია მსგავს წვრთნებს მომავალშიც გავაგრძელებთ.“- განაცხადა ლევან იზორიამ.

„დილით გვქონდა შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, სადაც ერთმანეთს მომავალ წვრთნებთან დაკავშირებით შეხედულებები გავუზიარეთ. მე აღვნიშნე, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ნატო-ს ეგიდით მიმდინარე სხვადასხვა წვრთნებსა თუ ოპერაციებში, განსაკუთრებით ავღანეთის სამშვიდობო მისიაში. ჩვენ ვაფასებთ იმას, რომ 11.000-მდე ქართველი ჯარისკაცი საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობს. ძალიან მიხარია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები ჩვენს გვერდით დგას.“- განაცხადა გერმანიის მოკავშირეთა ძალების ტრანსფორმაციის უმაღლესი სარდლლის მოადგილემ ადმირალ მანფრედ ნილსონმა.

„ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ რიგით მეორე სწავლებაა, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ხორციელდება; პირველი სწავლება, „Agile Spirit 2015”, დაფუძნებული იყო აშშ-საქართველოს ყოველწლიურ ორმხრივ სწავლებაზე. აღნიშნულმა წვრთნამ წელს უკვე ფორმატი შეიცვალა და ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ტარდება.

ეს თემა არის იმდენად საგანგაშო და ყოვლისმომცველი, რომ, რა თქმა უნდა, მხოლოდ პარლამენტში მინისტრების მოყვანა ამ საკითხს ვერ ამოწურავს - დავით ბაქრაძე

16 ოქტომბერი, 2018 , 16:05

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ პროკურატურის ყოფილი თანამშრომლისა და ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებული მირზა სუბელიანისა და პარლამენტის წევრის ვიქტორ ჯაფარიძის მორიგ აუდიოჩანაწერ

საქართველო, ქალაქი დუშეთი - პრეზიდენტის პასუხი შეკითხვაზე, თუ სად იქნება მომავალში

16 ოქტომბერი, 2018 , 15:25

„საქართველო, ქალაქი დუშეთი - ესაა მისამართი“, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. ჟურნალისტების შეკითხვაზე - აპირებს თუ არა პოლიტიკ

ადვოკატის ინფორმაციით, მირზა სუბელიანმა ციხეში თავის მოკვლა სცადა

16 ოქტომბერი, 2018 , 15:25

პროკურატურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მირზა სუბელიანმა ციხეში თავის მოკვლა სცადა. როგორც სუბელიანის ადვოკატმა ეკა ხუციშვილმა გლდანის # მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა, მისი

ახლა ვიღაც დაკავებული, გაბოროტებული ადამიანი რაღაცას საუბრობს, ამაზე დასკვნებს ვერ გამოვიტანთ - კახა კალაძე ჩანაწერებზე

16 ოქტომბერი, 2018 , 14:45

„ვიღაც დაკავებული, გაბოროტებული ადამიანი რაღაცას საუბრობს, ამაზე დასკვნებს ვერ გამოვიტანთ“, - ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კ

სრულიად მიუღებელია ჩემთვის ნარკოტიკული საშუალებების წარმოება საქართველოში - პრეზიდენტი

16 ოქტომბერი, 2018 , 14:45

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მისთვის მიუღებელია საქართველოში ნარკოტიკული საშუალბების წარმოება. მისი აზრით, ნარკოტიკების მწარმოებლის იმიჯი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ძალიან დააზიანებ

არცერთი წვეთი სისხლის, რომელიც იქნება სამშობლოსთვის დაღვრილი არ იდგება კითხვის ნიშნის ქვეშ - გიორგი მარგველაშვილი

16 ოქტომბერი, 2018 , 14:45

არცერთი წვეთი სისხლის, რომელიც იქნება სამშობლოსთვის დაღვრილი არ იდგება კითხვის ნიშნის ქვეშ, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებზე, კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით დასმულ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`