უახლესი ამბები
- 16.02.2019 19:25მედიაციის სასერტიფიკატო ტრენინგების ციკლი დაიწყო
- 16.02.2019 17:09საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა
- 16.02.2019 17:01უკანონოდ მიჩნეული ხორცის განთავსების ფაქტები სამომხმარებლო ბაზარსა და კვების ობიექტებში აღკვეთილია - სურსათის ეროვნული სააგენტო
- 16.02.2019 16:57ტიფანი ბარში ვალენტინობის დღე მაზერატის განსაკუთრებულ მოდელთან ერთად აღნიშნეს
- 16.02.2019 14:20თბილისში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი დააკავეს
- 16.02.2019 14:20საქართველოს მონტენეგროს პრეზიდენტი ეწვევა
- 16.02.2019 14:20თბილისში ხეების სანიტარიული ჭრა კერძო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებშიც იწყება
- 16.02.2019 14:20ანაკლიასა და განმუხურში ახალი სეზონისთვის ინფრასტრუქტურა განახლდება
- 16.02.2019 13:42ქურდობის მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
- 16.02.2019 12:57დეკანოზ მამალაძის მწვავედ გამოვლენილ ჩივილს ესაჭიროება ინტენსიური მეთვალყურეობა - ექიმი
არქივი
პოლიტიკა


საქართველოს თავდაცვის მინისტრი საფრანგეთში გაემგზავრა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორდღიანი ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ლევან იზორია ვიზიტს საფრანგეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოში - ეროვნულ ასამბლეასა და სენატში შეხვედრებით დაიწყებს. ვიზიტი საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის რეზიდენციაში „ოტელ დე ბრიენში“ ფრანგ კოლეგასთან ფლორანს პარლისთან შეხვედრით გაგრძელდება. დახვედრის ცერემონიალისა და პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ლევან იზორია და ფლორანს პარლი საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის არსებულ და სამომავლო საკითხებს გაფართოებულ ფორმატში განიხილავენ.
ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის რეზიდენციაში, გენერალ შარლ დე გოლის ოთახში, ფრანგულ კომპანიასთან „Thales“ საჰაერო თავდაცვის განვითარების მეორე ეტაპზე მორიგი კონტრაქტის ხელმოწერა იგეგმება, რაც ეროვნულ დონეზე საქართველოს საჰაერო სივრცის მართვისა და კონტროლის თანამედროვე სისტემით აღჭურვას გულისხმობს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და მისი ფრანგი კოლეგა ფლორანს პარლი ტექნიკურ შეთანხმებასაც გააფორმებენ. შეთანხმება ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში (EUTM RCA) მონაწილე ქართული კონტინგენტის ფრანგული მხარის მიერ ლოგისტიკურ მხარდაჭერას შეეხება.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა
16 თებერვალი, 2019 , 17:09

საქართველოს მონტენეგროს პრეზიდენტი ეწვევა
16 თებერვალი, 2019 , 14:20

პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობა გაღრმავდება - გერმანიის ელჩი
16 თებერვალი, 2019 , 11:35

მამუკა ბახტაძე მიუნხენში საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებზე მრგვალ მაგიდას უმასპინძლებს
16 თებერვალი, 2019 , 10:15

მამუკა ბახტაძე აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას
16 თებერვალი, 2019 , 10:15

საქართველოს აქვს ამბიციური გეგმები განათლების სექტორში - როს უილსონი
15 თებერვალი, 2019 , 16:40