უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

14 ნოემბერი, 2017 14:55
font-size

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი აშშ-ში დაიწყო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ოფიციალური ვიზიტი ამერიკის შეერტებულ შტატებში თავდაცვის მდივანთან, ჯეიმს მატისთან შეხვედრით დაიწყო. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი პენტაგონში გაიმართა, რის შემდეგაც კოლეგებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ლევან იზორიამ აშშ-ის თავდაცვის მდივანს აშშ-ის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ჯეიმს მატისმა დადებითად შეაფასა საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები მისი განცხადებით: „აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მონდომებას გააძლიეროს და მოახდინოს სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზება თავდაცვაზე გამოყოფილი მშპ-ის (მთლიანი შიდა პროდუქტის) 2.2 %-ით. ეს კარგად წარმოაჩენს თქვენს ვალდებულებას თავდაცვის სფეროს მიმართ. თქვენი სამხედრო რეფორმები კარგად არის განსაზღვრული, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს სამხედრო შესაძლებლობების ეფექტურობის გაზრდას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პროცესს.“

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მადლიერება გამოხატა ავღანეთის მისიაში საქართველოს მიერ გაღებული წვლილისთვის. მისი განცხადებით, ავღანეთში წარმოდგენილი 871 სამხედრო მოსამსახურით, საქართველო სამაგალითო ქვეყანაა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა აშშ-ის მხარდამხარ მისიაში მონაწილეობა გააგრძელოს.

ჯეიმს მატისმა კიდევ ერთხელ გაიხსენა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თბილისში გაკეთებული განცხადება - „ამერიკა საქართველოს გვერდით დგას“. „ამ პირობას ამყარებს ჩვენი ქვეყნების საერთო ღირებულებები - სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის პატივისცემა,“ - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობისა და საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების საკითხებიც განიხილეს. ლევან იზორიას განცხადებით, საქართველო მნიშვნელოვნად აფასებს აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერას საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მიმართულებით, რომელიც 2018 წლიდან დაიწყება და ქვეყნის მდგრადობისა და სამხედრო შესაძლებლობების გაზრდას შეუწყობს ხელს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელთან ჰერბერტ რაიმონდ მაკმასტერთან და კონგრესში აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარესთან, სენატორ ლინდსი გრემთან.

ჩვენ გადავდივართ სრულად საპარლამენტო მმართველობაზე, რომელიც არის საყოველთაოდ აღიარებული, როგორც ყველაზე დემოკრატიული - ირაკლი კობახიძე

14 დეკემბერი, 2018 , 15:10

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყანა სრულად საპარლამენტო მმართველობაზე გადადის. კობახიძის მტკიცებით, მმართველობის ეს ფორმა საყოველთაოდაა აღია

ირაკლი კობახიძემ სპეკულაცია უწოდა ინფორმაციას, რომ საქართველოს მთავრობა აშშ-ის ელჩად ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურას ბლოკავს

14 დეკემბერი, 2018 , 15:10

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სპეკულაცია უწოდა ინფორმაციას, თითქოს საქართველო აშშ-ის ელჩად ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურას ბლოკავს. კობახიძის შეფასებით, ქვეყანას მსგავსი განცხადებები აზიანებს. პარლამე

თელავის მერის წერილი არის ყოვლად გაუგებარი და არაარგუმენტირებული - გიორგი ბოტკოველი

14 დეკემბერი, 2018 , 13:30

თელავის მერიის უარის მიუხედავად გაერთიანებული ოპოზიცია მაინც აპირებს აქციის ჩატარებას. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ბოტკოველმა თ

გაერთიანებულ ოპოზიციას თელავში მოთხოვნილ ადგილზე აქციის ჩატარებაზე უარი ეთქვა

14 დეკემბერი, 2018 , 13:00

მერიამ გაერთიანებულ ოპოზიციას თელავში ინაუგურაცისს დღეს მოთხოვნილ ადგილზე აქციის გამართვაზე უარი უთხრა. თელავის მერის, შოთა ნარეკლიშვილის განცხადებით, ტერიტორია, რომელიც ოპოზიციამ აქციის გასამართად მოითხოვა ცერემონის ზონ

ნიკა მელიას ეს არჩევნები ნუ ეშლება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩატარებულ არჩევნებში, როცა გაყალბება ხდებოდა - დავით მათიკაშვილი

14 დეკემბერი, 2018 , 12:30

„ნიკა მელიას 2018 წელს ჩატარებული არჩევნები მათი ხელისუფლების პირობებში ჩატარებულ არჩევნებში ეშლება, როდესაც გაყალბება ხდებოდა“,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა „ნაც

ეგვიპტეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაცია ეწვია

14 დეკემბერი, 2018 , 12:30

ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია მთავრობის თავმჯდომარის, ვახტანგ ყოლბაიას ხელმძღვანელობით. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საელჩოში, გაიმართა წიგნის „აფხაზ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`