უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

11 სექტემბერი, 2019 11:50
font-size

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლორა კუპერს უმასპინძლა

საქართველოსა და აშშ-ის შორის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერება, საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება და აშშ-სთან ერთად საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილი ის მთავარი საკითხები იყო, რაც თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლორა კუპერთან განიხილა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის პირველივე სამუშაო კვირას ირაკლი ღარიბაშვილმა პენტაგონის წარმომადგენელს - აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის თანაშემწეს რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში ლორა კუპერს უმასპინძლა.

შეხვედრაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულების დოკუმენტის განახლების საკითხი განიხილეს, რომელსაც ხელი უახლოეს მომავალში საქართველოს თავდაცვის მინისტრის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში მოეწერება.

მინისტრმა ხაზი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას გაუსვა და ლორა კუპერს აშშ-ის მთავრობის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან იმედი გამოთქვა, რომ თავდაცვის სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, გაძლიერდება და მრავლისმომცველი გახდება.

„სამომავლო თანამშრომლობის შესანიშნავი დღის წესრიგი და ბევრი შესაძლებლობა გვაქვს, რომ გავაღრმავოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გატარებულ წარმატებულ რეფორმებს ეფუძნება და ზრდის შესაძლებლობებს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში. მოუთმენლად ველი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის გაგრძელებას,“ - განაცხადა ლორა კუპერმა.

„ქართული ოცნება” განწირულია ოპოზიციაში გადასვლისთვის - გიორგი კანდელაკი

3 ივლისი, 2020 , 16:55

“რაც უნდათ, ის დაგვიძახონ. ეს ვერ უშველის მათ გარდაუვალი მარცხისგან და ჩვენი ხალხის ნების განხორციელებისგან”, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა. მისი თქმით,

რეფორმები ჩვენი ნორმალური მდგომარეობა უნდა გახდეს - გიორგი გახარია

3 ივლისი, 2020 , 15:20

საპარლამენტო რესპუბლიკა და პროპორციული საარჩევნო სისტემა არის თანამედროვე დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მახასიათებელი, ამან ფუნდამენტურად უნდა შეცვალოს ჩვენი პოლიტიკური ველი, ჩვენი პოლიტიკური კულტურა, - ამის შესახე

„მომეწონა ხელისუფლებაში ყოფნა, ქვეყნის ძარცვა, კორუფცია გადასარევია და ამიტომ უნდა დავრჩე“ - სავარაუდოდ ეს იქნება „ქართული ოცნების“ ბოლო საარჩევნო დაპირება - დავით ჭიჭინაძე

3 ივლისი, 2020 , 12:55

„მომეწონა ხელისუფლებაში ყოფნა, ქვეყნის ძარცვა, კორუფცია გადასარევია და ამიტომ უნდა დავრჩე“ - სავარაუდოდ ეს იქნება „ქართული ოცნების“ ბოლო საარჩევნო დაპირება, სხვა აღარაფერი დაიტოვეს, - ამის შესახებ

იმ ქვეყანასთან თანამშრომლობა, სადაც პოლიტპატიმრები არიან, არც ერთ ნორმალურ სახელმწიფოს არ სურს - ბადრი ჯაფარიძე

2 ივლისი, 2020 , 17:35

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე 8 მარტის შეთანხმებაზე საუბრობს. მისი განცხადებით, ქვეყანაში მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება ხდება და მმართველი გუნდის განცხადება, ქვეყანაში პოლიტპატ

ოლიგარქს აქ ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას არავინ აპატიებს. მოუწევს რურუას გათავისუფლება - რომან გოცირიძე

2 ივლისი, 2020 , 16:25

“ოლიგარქს აქ ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას და ქვეყნის თავის ჭკუით მართვას არავინ აპატიებს. მოუწევს რურუას გათავისუფლება,” - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირი

საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან კარგად ხედავს, აფასებს, ვინ როგორ ასრულებს 8 მარტის შეთანხმებას - დავით ზალკალიანი

2 ივლისი, 2020 , 16:25

საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან კარგად ხედავს, აფასებს, ვინ როგორ ასრულებს 8 მარტის შეთანხმებას, კარგად დავინახეთ, ჩვენც და საერთაშორისო თანამეგობრობამაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი იყო ერთგული ამ გა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე