უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 ივლისი, 2020 12:52
font-size

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ფრანგ ხალხს ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის სახელით, ფრანგ ხალხსა და საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს საფრანგეთის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„თქვენო აღმატებულებავ, ბატონო ელჩო,

ჩემთვის დიდი პატივია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ფრანგ ხალხსა და პირადად თქვენ საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული - ბასტილიის აღების დღე მოგილოცოთ.

უდავოდ დიდია საფრანგეთის რევოლუციის მნიშვნელობა მსოფლიო ისტორიაში, როგორც გლობალური დემოკრატიული მოძრაობის წინამორბედი მოვლენისა, რომლითაც ახალი ეპოქა დაიწყო.

საფრანგეთის რესპუბლიკასა და საქართველოს ერთმანეთთან უმნიშვნელოვანესი ისტორიული სიმბოლო აკავშირებთ. ეს ლევილია, რომელიც დღემდე რჩება ჩვენს ხალხებს შორის თანამშრომლობისა და მეგობრობის საძირკვლად. ქართველი ხალხი დამსახურებულად ამაყობს ჩვენს ქვეყნებს შორის საუკუნეების მანძილზე განმტკიცებული ისტორიული, კულტურული და საგანმანათლებლო კავშირებით.

მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ წინაპრების გაკვალულ გზას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ღირსეულად აგრძელებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საფრანგეთის ცნობილ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა. ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტსა და რენის პირველ უნივერსიტეტს შორის ერთობლივი საბაკალავრო პროგრამა ხორციელდება. მევენახეობა-მეღვინეობის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის შესაქმნელად კი, მუშაობა დასრულდა მსოფლიოში სამეცნიერო გარემოთი განთქმულ მონპელიე შუპAრგო-სთან. გარდა ამისა, საფრანგეთის საელჩოს ჩართულობით, მუშაობა რამდენიმე ახალი მიმართულებით გაძლიერდა. ამგვარი საგანმანათლებლო-სამეცნიერო თანამშრომლობა ხელს უწყობს საქართველოსა და საფრანგეთის ახალგაზრდობის, სამეცნიერო წრეების მეტად დაახლოებას.

გვსურს გავმოხატოთ დიდი მადლიერება, რადგან საგანმანათლებლო და სამეცნიერო კავშირების გაღრმავების მხრივ, საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და პირადად თქვენი წვლილი განუზომლად დიდია.

თქვენო აღმატებულებავ, კიდევ ერთხელ გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს, მთელი გულით გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს თქვენ და თქვენს დიდებულ ქვეყანას“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის მიმართვაში.

კელი დეგნანი სალომე ზურაბიშვილთან ერთად ფოკას მონასტერს სტუმრობდა

7 აგვისტო, 2020 , 17:45

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად ფოკას მონასტერს ესტუმრა. საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ელჩი მადლიერი იყო, საქართველოში ასეთი შთამბეჭ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0758 ლარი გახდა

7 აგვისტო, 2020 , 17:25

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0758 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0737 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ლევან თოფაძე საავადმყოფოდან გაწერეს

7 აგვისტო, 2020 , 17:25

გოგი თოფაძის შვილიშვილმა, ლევან თოფაძემ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკა დატოვა. ექიმების თქმით, ლევან თოფაძე დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში ამბულატორიულ მკურნალობაზე გაეწერა. შეგახსენებთ, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შ

„ბაჩანა ამ ბინძურ ისტორიაში ყველაზე ალალ და კეთილ ადამიანად მომეჩვენა... ადვოკატი რამიშვილი არის არაპროფესიონალი“

7 აგვისტო, 2020 , 17:25

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ირაკლი მეფარიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს: “გუშინ ვუყურე გვარამიას თოკ შოუს სადაც ახალგაზრდა პროგრამისტი და ადვოკატი რამიშვილი ყავდა სტუმრად. ასევე ვადევნებ თვალყურს

ავიაკომპანია „ლოტი“ ვარშავა-თბილისი-ვარშავას მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს

7 აგვისტო, 2020 , 15:55

პოლონური ავიაკომპანია „ლოტი“ 14-15 აგვისტოს ვარშავა-თბილისი-ვარშავას მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს. ფრენა შემდეგი განრიგით შესრულდება: 14 აგვისტო, ვარშავა – თბილისი (გამოფრენა პოლონეთის დროით 2

გერმანიამ საქართველოს 180 მლნ ევროს ოდენობით მხარდაჭერა გამოუცხადა

7 აგვისტო, 2020 , 15:35

გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ საქართველოსთვის გადაუდებელი ფინანსური დახმარების აღმოსაჩენად ახალი პროგრამა "საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობისა და კრიზისის მიმართ მდგრადობის გაძლიერება" შეიმუშავა და ქვეყანას

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე