უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 ოქტომბერი, 2020 12:45
font-size

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე მოსწავლეთა გუნდების მიერ შექმნილი 8 პროექტი „ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსის ფინალშია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ბაზაზე მოსწავლეთა გუნდების მიერ შემუშავებული საინჟინრო მიმართულების 8 პროექტი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2020 წლის „ლეონარდო და ვინჩის“ მოსწავლე-გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის მეორე ეტაპის გავლის შემდეგ, კონკურსის ფინალში მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 2020 წლის „ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსის ფინალში გასული პროექტები საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულმა გუნდებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორების - დავით სონღულაშვილისა და თემურ ფიფიას უშუალო ხელმძღვანელობით შექმნეს.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2020 წლის „ლეონარდო და ვინჩის“ მოსწავლე-გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის მეორე ეტაპი, საერთო ჯამში, 11 პროექტმა გადალახა. აქედან საინჟინრო მიმართულებით გასული 9 პროექტიდან, 8 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზეა შექმნილი.

კონკურსის ფინალში საგზურის მოსაპოვებლად აუცილებელი პირობა - კონკურსის მეორე ეტაპზე 40 ან მეტი ქულის მიღება - დააკმაყოფილა სტუ-ის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ბაზაზე მოსწავლეთა გუნდების მიერ შემუშავებულმა შემდეგმა პროექტებმა: „ქსოვილის მოდიფიცირება კარბინის ნანონაწილაკების შემცველი ელექტროგამტარი კომპაუნდით ვირუსპროტექტორული თვისების მისაღებად“ - 48 ქულა; „რიგის კონტროლის სისტემა“ – 45 ქულა; „პერსპექტიული კომპოზიციური მასალები პირბადეების ანტივირუსული ეფექტურობის გასაზრდელად“ – 42 ქულა; „თვითნაკეტი პორტატული სპექტოგრაფი ფიტოსფეროს ოპერატიული მონიტორინგისათვის“ – 41 ქულა; „დისტანციური დიაგნოსტიკა“ – 40 ქულა; „წყალბადის ავტომატიზირებული გენერატორი პერსპექტიული სათბობური ელემენტისათვის“ – 40 ქულა; „მარკო/ Marco“ – 40 ქულა; „მწვანე საჯაროობა“ – 40 ქულა.

მეორე ეტაპზე წარდგენილი პროექტები საკონკურსო კომისიამ ისეთი კრიტერიუმების მიხედვით შეაფასა, როგორიცაა: საკვლევი პრობლემატიკის აქტუალობა, დიზაინი და მეთოდოლოგია, შესრულების ხარისხი, კრეატიულობა, საპრეზენტაციო უნარები.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2020 წლის „ლეონარდო და ვინჩის“ მოსწავლე-გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის საბოლოო გამარჯვებულებს საკონკურსო კომისია 2020 წლის ნოემბერში, საკონკურსო გამოფენაზე გამოავლენს.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი