უახლესი ამბები
- 22.01.2021 18:21ვითიბი ბანკი ფერმერული მეურნეობის მხარდაჭერას აგრძელებს
- 22.01.2021 17:41მეხანძრე-მაშველებმა რუსთავში, ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ბავშვები გამოიყვანეს
- 22.01.2021 17:201 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3. 3044 ლარი გახდა
- 22.01.2021 17:20ახლა ვართ სტატისტიკურად პლატოს პერიოდში - თამარ გაბუნია
- 22.01.2021 17:20„გამჭოლი მზერით მიყურებდა და მეც ვუყურებდი მას გამჭოლი მზერით“ - გიორგი გაბუნიას საქმეზე ბრალდებული ვასამბეგ ბოკოვის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება
- 22.01.2021 16:10დავით გარეჯის საქმეზე სალომე ზურაბიშვილი გამოიკითხა - რა წერია ჩვენებაში
- 22.01.2021 16:10საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების კომისია იქმნება
- 22.01.2021 16:10ბექა ფერაძემ ახალი პორტალი - labour.moh.gov.ge წარადგინა
- 22.01.2021 15:40რჩება დაახლოებით ერთი კვირა, რათა ოპოზიციურმა პარტიებმა გადახედონ გადაწყვეტილებებს - არჩილ თალაკვაძე
- 22.01.2021 15:40სისხლის სამართლის ჯარიმების ამნისტია დაიწყო
არქივი
საზოგადოება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე: „უნივერსიტეტსა და ამერიკულ EOS DATA ANALITIKS, INC-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება კოსმოსურ კვლევებში საქართველოს როლს გააძლიერებს“
ქართული კოსმოსური დიდგაბარიტიანი კონსტრუქციებით, გამოჩენილი ქართველი მეცნიერის ელგუჯა მეძმარიაშვილისა და ამ მიმართულებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამუშაოებით ევროპული კომპანიების შემდეგ, ამერიკული კომპანია EOS DATA ANALITIKS, INC დაინტერესდა, - ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, ამერიკულმა მხარემ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რაც კოსმოსური რეფლექტორების დარგში თეორიულ და ექსპერიმენტულ კვლევებს, პროექტირებასა და კოსმოსური ნაკეთობების შექმნას გულისხმობს. EOS DATA ANALITIKS, INC-მა საქართველოში დააფუძნა კომპანია „Transformable Structures. Georgia - T. S. Georgia“, რომლის დირექტორი და გენერალური კონსტრუქტორი აკადემიკოსი ელგუჯა მეძმარიაშვილია.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ამერიკულ კომპანია EOS DATA ANALITIKS, INC -ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება კოსმოსურ კვლევებში საქართველოს როლს გააძლიერებს. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წლების განმავლობაში იქმნებოდა კონსტრუქციები, რომელმაც არაერთი სპეციალური კოსმოსური პროგრამის შესრულება უზრუნველყო. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ასრულებდა კომპანიების - Daimler Benz-ის, Alenia Aerospazio-ს და ESA-ს (European Space Agency) შეკვეთებს. პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი სწორედ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნა. ა
ღსანიშნავია, რომ ამერიკულ-ქართული კომპანიის საწარმოო პროცესებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლები ჩაერთვებიან. უნივერსიტეტს კოსმოსური დიდგაბარიტიანი რეფლექტორების დარგში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. სპეციალისტების უმრავლესობა დღემდე აგრძელებს კოსმოსური ტექნიკის დარგში მუშაობას“, - აღნიშნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ამერიკულ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება და ის სამუშაოები, რაც უნივერსიტეტის ბაზაზე განხორციელდება, მსოფლიოში მიმდინარე კოსმოსური კვლევების ნაწილი იქნება და მნიშვნელოვან შედეგზეა გათვლილი.
„კომპანია „T.S. Georgia“-ს სამეცნიერო, საკონსტრუქტორო, ექსპერიმენტულ და საწარმოო პროცესებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მისი სტრუქტურული ერთეულები - „ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტი“ და „ანალიზხელსაწყო“ ჩაერთვება. კონსტრუქციების ნაწილი დამზადდება „ანალიზხელსაწყოში“. ჩვენ, 2000-ანი წლებიდან, ძირითად, ევროპულ კომპანიებთან და ევროპის კოსმოსურ სააგენტოსთან (ESA) ვთანამშრომლობდით. მათთან ხელშეკრულების საფუძველზე მრავალი კონსტრუქცია შევქმენით. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ შევიმუშავეთ დიდგაბარიტიანი რეფლექტორების შექმნის იდეოლოგია და სქემები, რომლის მიხედვითაც დღეს მსოფლიოს ბევრი კომპანია მუშაობს. ჩვენ მიერ შექმნილი კოსმოსური სისტემებიდან, რომელიც ორბიტაზე იქნა გაყვანილი, აღსანიშნავია სამი სისტემა, რომელიც ღია ლიტერატურაში ფართოდ არის განხილული. ასევე, მნიშვნელოვანია სპეცსამუშაოები, რომლის მიხედვითაც საქართველოში შექმნილია სამი 30 მეტრის გაბარიტის მქონე გასაშლელი კოსმოსური კონსტრუქცია, ორი 15-მეტრიანი ტრანსფორმირებადი ნაკეთობა და ერთი მიწისზედა, 12 მეტრის დიამეტრის მქონე საინჟინრო კომპლექსი. პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის ორბიტაზე გაყვანის შემდეგ 20 წელი გავიდა და დღემდე, ის რჩება ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ გასაშლელ კონსტრუქციად ორბიტაზე. ამიტომ, დღეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ვიწყებთ იმ ტიპის კონსტრუქციების შესრულებას, რომლის პერსპექტივა კოსმოსურ ორბიტაზე გაშვებაა“ - აცხადებს ელგუჯა მეძმარიაშვილი.
ცნობისათვის, ქართველი მეცნიერი, სამხედრო მეცნიერებათა და ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, გენერალ-მაიორი ელგუჯა მეძმარიაშვილი პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გენერალური კონსტრუქტორია.
პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი ორბიტაზე 1999 წლის 23 ივლისს გავიდა. კოსმოსში მისი წარმატებით გაშლისა და გამოცდის შემდეგ, ქართული კოსმოსური ობიექტი 28 ივლისს ჩამოსცილდა ორბიტულ სადგურს და დამოუკიდებელ ორბიტაზე გადავიდა.
NS

მეხანძრე-მაშველებმა რუსთავში, ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ბავშვები გამოიყვანეს
22 იანვარი, 2021 , 17:41

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3. 3044 ლარი გახდა
22 იანვარი, 2021 , 17:20

ახლა ვართ სტატისტიკურად პლატოს პერიოდში - თამარ გაბუნია
22 იანვარი, 2021 , 17:20

„გამჭოლი მზერით მიყურებდა და მეც ვუყურებდი მას გამჭოლი მზერით“ - გიორგი გაბუნიას საქმეზე ბრალდებული ვასამბეგ ბოკოვის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება
22 იანვარი, 2021 , 17:20
საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების კომისია იქმნება
22 იანვარი, 2021 , 16:10

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა დაამტკიცა
22 იანვარი, 2021 , 15:40