უკან

პოლიტიკა

26 მაისი, 2020 15:00
font-size

საქართველოს წარმატება შეუძლებელი იქნებოდა საქართველოს მეგობარი ქვეყნების ფასდაუდებელი დახმარებისა და მეგზურობის გარეშე - ზალკალიანი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს მიმართავს

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს წერილით მიმართავს. მისი თქმით, უცხოელი დიპლომატები დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში ყოველთვის ცენტრალურ ადგილს იკავებდნენ და წელსაც, პანდემიის შედეგად შექმნილ არაორდინალურ პირობებშიც, როდესაც ქართველი ხალხისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღის აღნიშვნა სახალხო ზეიმის გარეშე ჩაივლის, უცხოელი დიპლომატები, ქართველ ხალხთან ერთად, თავიანთ გულებში ზეიმობენ იმ დღეს, როდესაც ქართული დემოკრატიული სახელმწიფო დაიბადა.

ზალკალიანის თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენით, საქართველომ თავი დაიმკვიდრა, როგორც ახალგაზრდა დემოკრატიულმა ქვეყანამ, რომლის მიზნები დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასა და ეკონომიკის ზრდასა და დივერსიფიცირებას ემყარება.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, ეს წარმატება შეუძლებელი იქნებოდა იმ მეგობრების გარეშე, რომლებიც ქვეყანამ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ შეიძინა. „საქართველოს ძალიან გაუჭირდებოდა მის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა იმ ქვეყნების ფასდაუდებელი დახმარებისა და მეგზურობის გარეშე, რომლებიც მთელი ამ ხნის გნმავლობაში ჩვენს გვერდით დგანან“ - წერს ზალკალიანი და პროფესიონალიზმის, თავდადებისა და გულითადი დამოკიდებულებისთვის მადლობას უხდის საქართველოში მოღვაწე უცხო ქვეყნების ელჩებს, დელეგაციების ხელმძღვანელებს, დიპლომატებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალს.

ზალკალიანი ასევე მადლიერებას გამოხატავს პანდემიის პერიოდში საქართველოს მეგობარი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაწეული დახმარებისთვის. მისი თქმით, „ბოლო თვეებში თავსდამტყდარმა პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ აუცილებელია მსოფლიო გარდაიქმნას და სოლიდარობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების პრინციპებზე გადაეწყოს“.

პარტიის თავმჯდომარის გადასაწყვეტია, იქნება თუ არა პარტიული სიის სათავეში - მამუკა მდინარაძე

10 ივლისი, 2020 , 15:20

„იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი სიის პირველი ნომერი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პარტიის ხელმძღვანელის გადასაწყვეტი,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქ

მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

10 ივლისი, 2020 , 15:20

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იგორ დოლგოვთან შეხვედრა გაიმართა. როგორც „მედიანიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდე

საქართველოს პროგრესს არაფერი ემუქრება -გიორგი გახარია

10 ივლისი, 2020 , 13:20

ჯერჯერობით, ეს არის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კომიტეტებს გადის. რა თქმა უნდა, ამაში სასიამოვნო არაფერი არ არის. მიუხედავად იმისა, ჩვენ ყველას გვესმის, რომ ის პუნქტები, რომელიც იქ არის ჩამოთვლილი, საქართველო ყოველ

თუნდაც მე ვიქნები ბოლო ნომერი, სიაში ვინ იქნება პირველი, ამას არ აქვს მნიშვნელობა - გიორგი გახარია

10 ივლისი, 2020 , 12:50

სიაში ვინ იქნება პირველი, ამას კი არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ყველამ - ოპოზიციამ, მთავრობამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, ჩავატაროთ სანიმუშო არჩევნები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ჟურნალი

„ქართული ოცნების“ კლანური მმართველობა საქართველოს ძალიან ძვირი უჯდება - გიორგი ვაშაძე

10 ივლისი, 2020 , 12:15

„ამერიკის კონგრესის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს მიმართ სანქციები დააწესა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს და თითოეულ მოქალაქეს პრობლემებს შეუქმნის,“ - ამის შესახებ „ახალი საქართველოს&ldquo

ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

10 ივლისი, 2020 , 11:10

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან, რომელიც საქართველოში ხუთწლიან მოღვაწეობას ასრულებს. საქა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე