უკან

მსოფლიო

7 აგვისტო, 2020 15:55
font-size

საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიიდან მე-12 წლისთავთან დაკავშირებით ევროპარლამენტარები ერთობლივ გაცხადებას ავრცელებენ

საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიიდან მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიაში ურთიერთობათა დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი და საქართველოზე ევროპარლამენტის მომხსენებელი სვენ მიქსერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაში წერია, დღეს აღინიშნება საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიის 12 წელი და მისი შედეგი კვლავ იგრძნობა.

„საქართველოს ტერიტორიების ერთი მეხუთედი ოკუპირებულია, ასობით ათასი ადამიანს კვლავ არ შეუძლია საკუთარ სახლებში დაბრუნება, აწყდება შეზღუდვებს მათ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებასთან დაკავშირებით. საქართველო კვლავ სხვადასხვა რუსული ჰიბრიდული აქტივობების სამიზნეა, ისეთის, როგორიცაა დეზინფორმაციული კამპანიები და კიბერთავდასხმები. მიუხედავად ამისა, ამ შოკისმომგვრელმა მოვლენამ მხოლოდ გააძლიერა საქართველოს გადაწყვეტილება ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველომ მტკიცედ დაიმკვიდრა თავი, როგორც სანდო მოკავშირემ და მნიშვნელოვანმა პარტნიორმა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობაში.

„გაძლიერებულმა თანამშრომლობამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპლემეტაციის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების საშუალებით, ისევე როგორც უვიზო მიმოსვლამ მოიტანა უშუალო, ხელშესახები სარგებელი და ახალი შესაძლებლობები ქართველი ხალხისთვის. სამწუხაროდ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთ არ შეუძლიათ სოციალ-ეკონომიკური განვითარებით სარგებლობა, რითაც დანარჩენი ქვეყანა სარგებლობს, ვინაიდან ორივე რეგიონი კვლავ რუსული ოკუპაციის საშინელ შედეგებს განიცდის, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების დიალოგისთვის მზაობისა, როგორც ამას მათი ამბიციური „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ სამშვიდობო ინიციატივა გვიჩვენებს.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოვუწოდებთ კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრისკენ, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული იმპლემენტაციისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების გაგრძელებისკენ.

რამდენადაც აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთში რუსეთის დე ფაქტო კონტროლია, რუსეთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ მიანიჭოს შეუფერხებელი წვდომა ოკუპირებულ რეგიონებში. შეწყდეს გაშმაგებული „ბორდერიზაციის“ პროცესი, დასრულდეს ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევები ამ რეგიონებში. ასევე უზრუნველყოფილ უნდა იქნას იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება, მათ მშობლიურ მიწაზე და ეთნიკურ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებში დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემა“, – წერია განცხადებაში.

ილჰამ ალიევმა სამხედროების ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

28 სექტემბერი, 2020 , 12:15

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა სამხედროების ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, გა

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია

27 სექტემბერი, 2020 , 12:58

 სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შე

სისხლისსამართლებრივი დევნის და რევანშის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, ეს აღარ მოხდება - სააკაშვილი

26 სექტემბერი, 2020 , 15:20

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის და რევანშის კატეგორიული წინააღმდეგია. მისი თქმით, ეს აღარ მოხდება რადგან არ შეიძლება ქვ

ამომრჩევლების მოსყიდვის ბრალდებით სომხეთის ოპოზიციის ლიდერი დააკავეს

26 სექტემბერი, 2020 , 15:05

სომხეთში პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი გაგიკ ცარუკიანი დააკავეს. მედიის ინფორმაციით, სასამართლომ ცარუკიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. „აყვავებული სომხეთის“ ლიდერ

რუსეთი: კორონავირუსის 7 523 ახალი შემთხვევა და 169 გარდაცვლილი პაციენტი

26 სექტემბერი, 2020 , 15:05

რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 7 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1 143 571-ს მიაღწია. კორონავირუსით რუსეთში კიდევ 169 ადამიანი გარდაიცვალა და ლეტალური შემთხვევების

სომხეთი: კორონავირუსის 429 ახალი შემთხვევა და 1 გარდაცვლილი პაციენტი

26 სექტემბერი, 2020 , 13:10

სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 429 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 49 072- მდე გაიზარდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კოვიდ-19-ს კიდევ 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპუ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

პოლიტიკური პარასკევი ნატო ჩხეიძე