უკან

პოლიტიკა

1 თებერვალი, 2017 18:45
font-size

საქართველოს წინსვლა ჩვენს ინტერესშიც არის - ტომას ჰარტინგი

ევროინტეგრაციის პროცესისა და რეფორმების მიმართ საქართველოს ერთგულება იყო ის მთავარი თემები, რომლებზეც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა და საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის, ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მმართველმა დირექტორმა ტომას ჰარტინგმა 1 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. შეხვედრისას ევროპელმა სტუმარმა გამოხატა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოში განხორციელებული რეფორმების მიმართ. ტომას ჰარტინგი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობით დაინტერესდა.

„შეხვედრისას, კიდევ ერთხელ, როგორც ყოველთვის, ცალსახად დაფიქსირდა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, იმ რეფორმების მიმართ, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს. შეკითხვები შეეხებოდა საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობას, თუ როგორ წარიმართება ეს პროცესი, რამდენად გახსნილი, ჩართულობითი და მონაწილეობითია. ამ კითხვებზე, რა თქმა უნდა, პასუხები იქნა წარმოდგენილი. როგორც ყველამ იცის, ძალიან ფართო ფორმატში მუშაობს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებზე. ძალიან ბევრი ადამიანია ამ პროცესში ჩართული და რაც მთავარია, უცხოელი ექსპერტები მონაწილეობენ ძალიან აქტიურად. ამიტომ, მე მგონი, ამ ეტაპზე, არანაირ კითხვებს ეს პროცესი არ იწვევს“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ტომას ჰარტინგი შეხვედრისას მიესალმა და ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი უწოდა დაპირებას იმის თაობაზე, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში ვენეციის კომისიის აქტიური ჩართულობა და მისი მოსაზრებების გაზიარება იქნება უზრუნველყოფილი.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის, ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მმართველი დირექტორის, განცხადებით, ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის პროცესში საპარლამენტო მიმართულება მნიშვნელოვანია, და ზოგადად, საქართველოს წინსვლა ევროკავშირის ინტერესშია.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი და დღევანდელი შეხვედრა პარლამენტში. მე ვესაუბრე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, თამარ ჩუგოშვილს. რეფორმებისა და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში საპარლამენტო მიმართულება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გამაცნეს ის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო და რეფორმების პროცესები, რომლებიც აქ მიმდინარეობს და მესმის, როგორ მიიწევს წინ საქართველო. საქართველოს წინსვლა ჩვენს ინტერესშიც არის“, - აღნიშნა ტომას ჰარტინგმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილისა და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის, ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მმართველი დირექტორის, ტომას ჰარტინგის შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის სკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბექა ნაცვლიშვილი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, იანოშ ჰერმანი.

დავით ზალკალიანი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდა

19 ივლისი, 2019 , 16:30

საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის მიმდინარე საკითხები, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი განიხილეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალინმა

საქართველოს დელეგაციამ გაერო-ს მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

19 ივლისი, 2019 , 11:44

საქართველოს დელეგაციამ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, კახა კახიშვილის ხელმძღვანელობით 13-19 ივლისს ნიუ-იორკში მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შესახებ გაერო-ს მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმში (HLPF) მიიღო მონაწილეობა

საქართველოში ტურიზმის მხარდასაჭერად ისრაელის დელეგაცია იმყოფება

18 ივლისი, 2019 , 14:20

„ისრაელის სახლის“ მოწვევით, თბილისს ისრაელის ქნესეთისა და პრემიერ ნეთანიაჰუს პარტიის - ლიქუდის წევრები, აგრეთვე, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები სტუმრობენ. 25-კაციან დელეგაციას ქნესეთის მმართველი კოალიციი

თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს შეხვდა

18 ივლისი, 2019 , 11:15

თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ოპერაციების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს, ჯონათან პერიშს უმასპინძლა. მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობის სტრატეგიული ასპექტები და თანამშრომლობის განვითარე

მივესალმები, რაც უფრო მეტი ბიზნესმენი, რაც უფრო მეტი აქტიური ახალგაზრდა შემოვა პოლიტიკაში, უფრო კარგია - ბიძინა ივანიშვილი

17 ივლისი, 2019 , 15:45

მივესალმები, რაც უფრო მეტი ბიზნესმენი, რაც უფრო მეტი აქტიური ახალგაზრდა შემოვა პოლიტიკაში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა. ბიძინა ი

თეა წულუკიანმა ერაყის დელეგაცია მიიღო

17 ივლისი, 2019 , 12:15

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე ნიზარ ისსა აბდულ-ჰადი ალ-ხაირალას შეხვდა. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში იუსტიციის მინისტრის ინიციატივით გაიმართა და მას მინისტრის მოადგი

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს