უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

15 ნოემბერი, 2017 12:30
font-size

საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას „გაყინული კონფლიქტების“ გადაწყვეტის საკითხში უნდა დავეხმაროთ - რებეკა ჰარმსი

ევროკავშირის მუდმივმოქმედი ელჩები დღეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე მისაღები დეკლარაციის ტექსტზე იმსჯელებენ.

ეს იქნება სამიტამდე დიპლომატების ბოლოს შეხვედრა.

პარალელურად, დღესვე ევროპელი კანონმდებლები ამავე თემაზე რეზოლუციას უყრიან კენჭს, რომელზეც დებატები გუშინ გვიანობამდე მიმდინარეობდა.

გუშინ გამართულ დებატებზე დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა „აღმოსავლეთ პარტნიორ“ ქვეყნებთან ურთიერთობებში ახალ ეტაპზე გადასვლას.

გამომსვლელებმა რეფორმების გატარების კუთხით საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მნიშვენლოვან პროგრესს გაუსვეს ხაზი.

როგორც ევროპარლამენტარმა რებეკა ჰარმსმა აღნიშნა, ევროკავშირი უნდა დაეხმაროს „აღმოსავლეთ პარტნიორ“ ქვეყნებს გაყინული კონფლიქტების გადაწყვეტისა და რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის საკითხში.

„ჩვენს პარტნიორებს რეფორმების გატარებისას მძიმე ვითარებაში უწევთ მუშაობა და ჩვენ არ ვუადვილებთ მათ ამოცანას. მე მოვუწოდებ სამიტს, დავაფასოთ მათი დემოკრატიისკენ მისწრაფება, დავტოვოთ ევროკავშირის კარი ღია. პუტინი მუშაობს, რომ ამ ქვეყნების მიერ მიღებულ თავისუფალ გადაწყვეტილებებს წინ აღუდგეს. ამ ქვეყნებს ოკუპაციისა და ანექსიის, ასევე ე.წ „გაყინული კონფლიქტების“ გადაწყვეტის საკითხში უნდა დავეხმაროთ და პუტინის შეტევისთვის წინააღმდეგობის გაწევის საშუალება მივცეთ“,- განაცხადა რებეკა ჰარმსმა.

მონიკა დავლიანიძე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 131-მდე გაიზარდა

2 აპრილი, 2020 , 19:54

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 131 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე სტოპცოვ.გე-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5550 ადამიანი, ხოლ

“UCKEBA`-ს სახელით მოკლე ტექსტური შეტყობინებები არ არის გაგზავნილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და არ შეესაბამება სიმართლეს

2 აპრილი, 2020 , 19:05

შსს უწყების სახელით მობილური ოპერატორების აბონენტებთან დაგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო პერიოდში, საქართველოს მობილუ

ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიაში მიმდინარეობდა ვიდეოთვალთვალი სამუშაო ოთახებში, სამზარეულოსა და მომხმარებელთა მომსახურების ოთახებში - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

2 აპრილი, 2020 , 17:55

ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიაში განთავსებული 40 ერთეული კამერით მიმდინარეობდა თანამშრომელთა ვიდეოთვალთვალი სამუშაო ოთახებში, სამზარეულოსა და მომხმარებელთა მომსახურების ოთახებში, – ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო ი

მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ

2 აპრილი, 2020 , 17:50

მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის თითოეული წევრი მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში საკუთარი ხელფასის 1/3-ს გადარიცხავენ. როგორც პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივან

ონლაინ გაყიდვების ყველა კომპანია, რომელიც თანამშრომლების და კლიენტების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დადგენილ პირობებს შეასრულებს, საქმიანობის გაგრძელების ნებართვას მიიღებს

2 აპრილი, 2020 , 17:40

ონლაინ გაყიდვების ყველა ის კომპანია, რომელიც თანამშრომლების და კლიენტების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დასაცავად ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ პირობებს შეასრულებს, საქმიანობის

სასურსათო უზრუნველყოფის ჯაჭვი ძალიან კომპლექსურია, ეს არ არის მხოლოდ სასურსათო მაღაზიები - ლევან დავითაშვილი

2 აპრილი, 2020 , 17:40

„სასურსათო მარაგები და მიწოდების უზრუნველყოფა მოსახლეობისთვის არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ნებისმიერი შეზღუდვის, მათ შორის, კარანტინის პირობებში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც არსებულ სიტუა