უკან
მოზაიკა
12 ნოემბერი, 2018 17:35
საქართველოს უმეტეს რაიონში ხვალ იწვიმებს
სინოპტიკოსები საქართველოში 13 ნოემბრისთვის წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +13, +18; მთაში +10, +15; მაღალ მთაში +7, +12 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველო უმეტეს რაიონში დღის მეორე ნახევრიდან ნავარაუდევია წვიმა და ნისლი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +9, +14; მთაში +9, +14; მაღალ მთაში +3, +8 (ზოგან +12-მდე) გრადუსი.
თბილისში წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 7-12 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +12 გრადუსი იქნება.