უკან
მოზაიკა
15 აგვისტო, 2017 17:33
საქართველოს უმეტეს რაიონში ხვალ ხანმოკლე წვიმას ელიან
სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რაიონში ხვალისთვის ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +29, +34; მთაში +27, +32; მაღალ მთაში +22, +27 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +28, +33; მთაში +25, +30; მაღალ მთაში +20, +25 გრადუსი.
თბილისში ხვალ შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +32 გრადუსი იქნება.